მარიამ ქვრივიშვილი - წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ავიაბაზარზე მსხვილმა გერმანულმა ავიაკომპანია Condor Airlines -მა ფრენები დაიწყო

მარიამ ქვრივიშვილი - წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ავიაბაზარზე მსხვილმა გერმანულმა ავიაკომპანია Condor Airlines -მა ფრენები დაიწყო

access_time2022-05-02 13:20:00

გერმანულმა ავიაკომპანიამ Condor Airlines-მა 2 მაისს მაინის ფრანკფურტიდან თბილისში პირველი რეისი შეასრულა. რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს.


„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიყვანეთ კიდევ ერთი ახალი, მსხვილი ევროპული ავიაგადამზიდავი, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანს ტურისტებს გერმანიიდან და ევროპის სხვა სახელმწიფოებიდან. გერმანია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, სწორედ ამიტომ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ გვქონოდა პირდაპირი მიმოსვლა ფრანკფურტის მიმართულებით თბილისიდან. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ პოზიტიურად მიმდინარეობს, რაც სწორი სტრატეგიის შედეგია. სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ტურისტული ბაზარი უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ევროპელი ვიზიტორებისთვის - 2022 წლის იანვარი-მარტის მდგომარეობით ქვეყანაში ევროკავშირის ქვეყნებიდან 616 პროცენტით მეტი ვიზიტი განხორციელდა 2021 წელთან შედარებით. ამასთან, აღდგენის მაჩვენებელი 2019 წელთან შეადრებით უკვე 67%-ია, რაც ზრდის მნიშვნელოვან ტენდენციაზე მიანიშნებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.


„ვფიქრობ, აღნიშნული დინამიკა გაიზრდება ევროპის სხვა ქალაქებში რეგულარული ფრენების რაოდენობის ზრდის პარალელურად. ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვა საერთაშორისო ავიაგადამყვანებთან, რათა მათ შეასრულონ რეისები თბილისსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტებში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.



აღსანიშნავია, რომ პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up