მარიამ ქვრივიშვილი - ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში 450 - მდე ფრენა შესრულდება

მარიამ ქვრივიშვილი - ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში 450 - მდე ფრენა შესრულდება

access_time2022-04-15 19:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საავიაციო სექტორის 60-მდე წარმომადგენელს შეხვდა და მათთან დარგში არსებული ვითარება, გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა. შეხვედრას ორგანიზება გაუწია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტმა.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გენერალური დირექტორი ლევან კარანაძე, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი თამარ არჩუაძე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და ამავე პალატის ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მოლოდინაშვილი.


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს საავიაციო სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მის სწრაფ აღდგენაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეკონომიკის სხვა მიმართულებების, განსაკუთრებით კი ტურიზმის მდგომარეობა. მისი თქმით, მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო რეგულარულად მართავს შეხვედრებს ბიზნესის დარგების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად განიხილავს ამა თუ იმ სექტორში არსებულ ვითარებას.



„დღეს საქართველოში ოპერირებით არაერთი საერთაშორისო ავიაკომპანია ინტერესდება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში 400-დან 450 ფრენამდე შესრულდება, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მოგზაურების შემოყვანას ჩვენ ქვეყანაში. გარდა ამისა, საქართველოში კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ გადაზიდვების ინდუსტრიას, ხელს შევუწყობთ დასაქმებას და ავიაციის სფეროში მეტი კვალიფიციური კადრის არსებობას საქართველოში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


მინისტრის მოადგილემ დეტალურად განიხილა სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევები და ბიზნესის წარმომადგენლებს მათი გადაჭრის გზების ერთობლივი შემუშავება შესთავაზა. „ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ავიაციის სექტორი ქვეყანაში. დღეს დარგის აღდგენის პოზიტიური დინამიკა სახეზეა, მაგრამ ჩვენი ინტერესია, მისი კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და განვითარება, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სამიზნე სტრატეგიულ ქვეყნებში,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ავიაციის კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს კოვიდ-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის საკითხები. აღინიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო განაგრძობს დარგობრივ შეხვედრებს ბიზნესთან და მათთან დიალოგის გზით შექმნილი გამოწვევების დაძლევის გზებს განიხილავს.


ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up