მარიამ ქვრივიშვილმა და ისრაელის ტურიზმის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს

მარიამ ქვრივიშვილმა და ისრაელის ტურიზმის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს

access_time2020-05-14 20:45:56


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ისრაელის ტურიზმის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან ამირ ჰალევთან ონლაინ დიალოგი გამართა, სადაც ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნის და მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.


ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა. ონლაინ შეხვედრაში ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია მონაწილეობდა.


„შედგა ძალიან პოზიტიური დიალოგი ისრაელის ტურიზმის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან ამირ ჰალევთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნების თაობაზე. საქართველოსთვის და ისრაელისთვის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის ისრაელი ყოველთვის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულება. ჩვენი კერძო სექტორი ძალიან აქტიურად მუშაობდა ისრაელის ტურისტულ ბაზარზე. როგორც ვხედავთ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან სწრაფად და ეფექტურად. ჩვენ მადლობლები ვართ, იმ პოზიტიური შეფასებით, რომელიც საქართველომ დაიმსახურა როგორც უსაფრთხო ტურისტულმა მიმართულებამ. როგორც სამუშაო პროცესებიდან ჩანს ისრაელი სავარაუდოდ ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, საიდანაც ჩვენ მოგზაურებს ივლისიდან ვუმასპინძლებთ.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.



„ეს არის პროცესი, როგორც საქართველო განიხილავს ისრაელს იმ ქვეყნებთან ერთად, რომლისთვისაც შეიძლება გაიხსნას ტურიზმი, ასევე ისრაელი განიხილავს საქართველოს ასეთ მიმართულებად. ჩვენ ინტენსიურად მოკლე დროში უნდა გავიაროთ გრძელი გზა, ეს არის ეპიდემიოლოგიური მონაცემები, ტენდენციები, რომელიც ქვეყნებს შორის უნდა გაიცვალოს. შემდგომში იქნება ერთმანეთის რეგულაციების შეჯერება თუ რას აწესებს ორივე ქვეყანა შემომსვლელი და გამსვლელი ტურისტებისთვის და ამის შემდეგ მოხდება შეთანხმება ქვეყნებს შორის. იმ 8 სახელმწიფოს შორის რომ ისრაელი საქართველოს მოიაზებს რომელთანაც გაიხსნება ტურიზმი და საქართველო თავის მხრივ ისრაელს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.„ -განაცხადა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლაშა ჟვანიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up