მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ტურიზმისა და ავიაციის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ტურიზმისა და ავიაციის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

access_time2021-06-30 21:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან განიხილა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა კოვიდ-პანდემიის შედეგად აღმოჩნდა, აგრეთვე მათი დაძლევის გზებზე. მარიამ ქვრივიშვილმა სებასტიან მოლინეუსს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ დაგეგმილი აქტივობებისა და პროექტების შესახებ, რომელთაც ახორციელებს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების სწრაფ აღდგენასა და გაძლიერებას, აგრეთვე მათ შემდგომ განვითარებას.




აღინიშნა, რომ ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორები კოვიდ-მა მნიშვნელოვნად დააზარალა. მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე, რომელთაც მთავრობამ და კონკრეტულად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიმართა აღნიშნული სექტორების მხარდასაჭერად. მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანი გამოცოცხლებაა როგორც სამოქალაქო ავიაციაში, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს სამი აეროპორტიდან ბათუმში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკვე პოზიტიური აღდგენის დინამიკაა. ასევე დადებითი შედეგებია როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტში, სადაც აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ „ვიზეარი" ბაზა უკვე დააბრუნა და ევროპის რამდენიმე ქალაქში ქუთაისიდან დაიწყებს ფრენას.



მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს საქართველოს კოვიდ - პანდემიის გამოწვევების დაძლევის, მათ შორის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციების აღდგენა - განვითარების მიმართულებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up