მარიამ ქვრივიშვილმა პორტუგალიის ავიახაზების პრეზიდენტთან პირდაპირი რეისების დაწყება განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა პორტუგალიის ავიახაზების პრეზიდენტთან პირდაპირი რეისების დაწყება განიხილა

access_time2021-09-08 18:00:00

პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი პორტუგალიის ეროვნული ავიაგადამზიდავის „TAP AIR PORTUGAL“ - ის პრეზიდენტს მანუელ ბეჟას შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა.



შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და პორტუგალიას შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში ურთიერთობის შესახებ. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, გასაკუთრებით, ტურიზმის სფეროში, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება. მარიამ ქვრივიშვილმა გამოთქვა ინიციატივა თბილისსა და ლისაბონს შორის პირდაპირი რეისის დანიშვნის შესახებ, რომელიც პორტუგალიის ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა დიდი ინტერესით მოისმინა.




მინისტრის მოადგილემ პორტუგალიის ავიაკომპანიის ხელმძღვანელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებასა და იმ პოზიტიურ ტენდენციებზე, რომლებიც საზეხეა აღნიშნულ დარგებში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შემდეგ.



მხარეებმა ისაუბრეს იმ პოზიტიურ შესაძლებლობებზე, რომლებიც შეიძლება პირდაპირმა ავიამიმოსვლამ ორივე მხარეს მოუტანოს. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა პორტუგალიაში, რაც პოზიტიურად აისახება ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროებში.



შეხვედრის დასასრულს, აღინიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა საქართველოსა და პორტუგალიას შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების საკითხზე.



„ეს იყო პირველი მაღალი რანგის შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ავიაგადამზიდავის ტოპ-მენეჯმენტთან. შეხვედრამ ჩაიარა საკმაოდ ნაყოფიერად. საქართველოს ავიასექტორის აღდგენის დინამიკა მათთვისაც ცნობილია, რაც პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის სამომავლოდ პირდაპირი რეისების დაწყების მხრივ. ჩვენი ქვეყნის სტრატეგია ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში კვლავაც რჩება მეტი პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით, რაც გააძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up