რას არქმევენ ახალშობილებს მსოფლიოში ყველაზე ხშირად. The Official First Names 2023 კვლევის თანახმად. ორი ყველაზე პოპულარული სახელიდან ერთი ბიბლიურია, მეორე კი არაბული წარმოშობის. ამის შესახებ le figaro წერს.
გოგოს ყველაზე გავრცელებული სახელია მარიამი. ებრაულად ზღვის წვეთს, ეგვიპტურად კი საყვარელს ნიშნავს. მარიამი უკვე ძალიან გავრცელებული სახელი იყო იესო ქრისტეს თანამედროვეთა შორისაც. რამდენიმე ათასი წლის შემდეგ კი ის უკვე მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ქალის სახელია.
რა თქმა უნდა მისი წარმატება ასევე განპირობებულია, მისი მრავალგვარი ვარიაციებითაც: მარი-ანნ, მარი-პიერი, მარი-ნოელი და ასე შემდეგ.
სახელი, რომელსაც ყველაზე ხშირად არქმევენ ბიჭ ახალშობილებს არის მოჰამედი. ამაში შედის ასევე ამ სახელისგან წარმოებული მუჰამათი და მოჰამადი. ეს სახელი არაბულად ნიშნავს „დიდების ღირსს“ ან „დიდებით სავსეს“ და მას ტრადიციულად უფროს ვაჟს არქმევენ ხოლმე.