მარიკა არევაძე - იმედი მაქვს, საპარლამენტო ოპოზიციის არჩევანი არ შეჩერდება მხოლოდ ერთ კანდიდატზე

მარიკა არევაძე - იმედი მაქვს, საპარლამენტო ოპოზიციის არჩევანი არ შეჩერდება მხოლოდ ერთ კანდიდატზე

access_time2022-10-14 18:44:42

სახალხო დამცველის კანდიდატი, მარიკა არევაძე შეფასების სამუშაო ჯგუფის შედეგებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ კანდიდატების მაღალი შეფასებები ცხადყოფს არა ერთი კანდიდატის შესაბამისობას სახალხო დამცველის თანამდებობაზე.


„სახალხო დამცველის კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით ომბუდსმენობის მსურველთა მნიშვნელოვან ნაწილს გვაქვს მაღალი შეფასებები, რაც ცხადყოფს არა ერთი კანდიდატის შესაბამისობას სახალხო დამცველის თანამდებობაზე. პროცედურის მიხედვით არაუგვიანეს 21 ოქტომბრისა, საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეარჩიონ მინიმუმ 7 კანდიდატი, რომელთა წარდგენაც მოხდება პარლამენტისათვის დასამტკიცებლად. იმედი მაქვს, რომ კონკურენტუნარიანი გარემოს შესანარჩუნებლად ოპოზიციის მხრიდან ყველა საჭირო ნაბიჯი იქნება გადადგმული და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მათი არჩევანი არ შეჩერდება მხოლოდ ერთ კანდიდატზე.



ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ომბუდსმენის არჩევის პროცესი და შედეგი ეხმიანება ევროკომისიის რეკომენდაციების პაკეტის არა მხოლოდ მე-12 პუნქტს, არამედ პირველ პუნქტსაც. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისათვის პირველ პუნქტად პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა არის მითითებული, სადაც აღნიშნულია, რომ „ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს ყველა პარტიამ, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით". შესაბამისად, სახალხო დამცვლის არჩევა პრაქტიკულად წარმოადგენს ტესტს ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, შეძლებენ თუ არა ისინი იმოქმედონ სახელწიფო ინტერესების გათვალისწინებით და დროებით მაინც გვერდზე გადადონ პოლიტიკური დღის წესრიგი და პარტიული ინტერესები.


აქვე აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფის შეფასებები არ ატარებს სავალდებულო ხასიათს და პარტიებისათვის შეფასებებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ან/და შემზღუდავი ხასიათი, თუმცა ვფიქრობ რომ სავარაუდოდ, საპარლამენტო პოლიტიკური ძალები მეტწილად დაეყრდნობიან შეფასების სამუშაო ჯგუფის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანი გზამკვლევი იქნება განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება კანდიდატების წარდგენის პროცესში. ამასთან, ვთვლიდი და ვთვლი, რომ ოპოზიციის მხრიდან კანდიდატების დასახელებამდე ან არ დასახელებამდე მნიშვნელოვანია შედგეს შეხვედრები მინიმუმ იმ კანდიდატებთან, ვინც ამის სურვილი გამოვთქვით და არჩევანის გაკეთებამდე მოისმინონ ჩვენი ხედვები. სწორედ ამიტომ, კანდიდატად რეგისტრაციის შემდგომ მივმართე ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო დეპუტატებს და გამოვთქვი მათთან შეხვედრის სურვილი. გარკვეულ ნაწილთან შეხვედრები შედგა და ვფიქრობ, რომ თითოეული ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი, რათა გამეცნო მათთვის ჩემი ხედვები ინსტიტუციის განვითარების შესახებ. ოპოზიციის დარჩენილ ნაწილთან შეხვედრის ორგანიზებას დღემდე ველოდები და იმედს ვიტოვებ, რომ მათთან შეხვედრის საშუალებაც მომეცემა." - აცხადებს სახალხო დამცველის კანდიდატი, მარიკა არევაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up