მარინა ენდელაძე - პირბადის ტარება უვნებელია, ვფიქრობ, არ არის ძნელი, I-IV კლასის მოსწავლეებსაც ავუხსნათ, რომ პირბადე საჭიროა

მარინა ენდელაძე - პირბადის ტარება უვნებელია, ვფიქრობ, არ არის ძნელი, I-IV კლასის მოსწავლეებსაც ავუხსნათ, რომ პირბადე საჭიროა

access_time2021-02-16 00:30:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ პირბადის ტარება ბავშვებისთვის უვნებელია და სასურველი იქნება, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებსაც, რომელთათვისაც პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, მიეწოდოთ ინფორმაცია პირბადის საჭიროების შესახებ.

„ბევრი კითხვა-პასუხი იყო, არის თუ არა უვნებელი პირბადის ტარება სკოლაში. დიახ, უვნებელია პირბადის ტარება. აქ არ არის ისეთი დახურული სივრცე, რომ ჟანგბადი და ჰაერი არ შევიდეს პირბადეში. თავიდან ყველას ჰქონდა ალბათ დისკომფორტი და გვიჭირდა, თითქოს სუნთქვაც გვიჭირდა, თითქოს ძალიან ძნელი იყო, მაგრამ უკვე მივეჩვიეთ. ჩემთვის, მაგალითად, რუტინად იქცა, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. თუ კი არის რაღაც პათოლოგია, სადაც არ შეიძლება პირბადის ტარება, ამ შემთხვევაში მათ ექნებათ ექიმის მიერ მიცემული ცნობა და ასეთი ბავშვი არ ატარებს. ვფიქრობ, I-IV კლასის ბავშვებიც ისე განვითარებულები არიან, არ არის ძნელი, მათაც ავუხსნათ, რომ საჭიროა პირბადე და რამდენადაც უფრო მეტი იქნება ეს დაცვის საშუალება, რომელიც პრაქტიკულად ყველაზე უფრო ეფექტურია ამ ეტაპზე, მით უკეთესი იქნება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მშობლებს. პირბადეს თავისი გამოყენების წესი აქვს და ესეც უნდა იცოდეს მოზარდმა და ასევე მასწავლებელმა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რათა შემთხვევებმა ისევ არ იმატოს და საჭირო არ გახდეს შეზღუდვების გამკაცრება.


„ძალიან სასიამოვნოა, რომ ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ მოგვცა საშუალება, დაანონსებულზე უფრო ადრე გახსნილიყო სკოლაში სწავლა, მაგრამ აქ ისმის უკვე კითხვა, როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა შევინარჩუნოთ ეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ისევ არ მოხდეს მნიშვნელოვანი მატება, ისევ არ მოხდეს ჩაკეტვა და რეგულაციების გაღრმავება. ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებოა სკოლები და ტრანსპორტი. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ეს პირველ რიგში, ეხება მშობლებს. თუ კი მოხდება ის, რომ ბავშვს თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომი გამოუვლინდება, არ უნდა გაუშვან სკოლაში. ან თუ ოჯახის წევრს ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი. ასევე, საფრთხილოა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მინდა, ვურჩიო ყველას, ძალიან გადატვირთული ტრანსპორტით ნუ იმოძრავებენ. „კოვიდი“ არსად წასულა და ის ჯერ ჩვენთან არის ისევ“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up