ყველაზე მთავარი თემა, რომელიც ამ ეტაპზე განიხილება, ეს არის მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა წამალი ეფექტიანია, როდესაც ის ინიშნება დროულად და სწორად.
„ამ მედიკამენტსაც აქვს ჩვენებები და უკუჩვენებები, ამიტომაც „ტოცილიზუმაბის“ დანიშვნა უნდა გადაწყდეს მკურნალი ექიმისა და კლინიკის წამყვანი სპეციალისტების შეჯერებით, რადგან ამ პრეპარატს აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებაც და უკუჩვენებაც. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს კლინიკური ჯგუფი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
imedinews.ge