მარინა ეზუგბაია - ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები სამაგალითოები უნდა იყვნენ, ეს ნებაყოფლობით თუ არ მოხდება, ჩემი სურვილია, მათთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს

მარინა ეზუგბაია - ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები სამაგალითოები უნდა იყვნენ, ეს ნებაყოფლობით თუ არ მოხდება, ჩემი სურვილია, მათთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს

access_time2021-10-26 15:00:26

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაციის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესია კორორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მისივე თქმით, ვაქცინაციის ტემპის დავარდნა ქვეყნისთვის არაერთი მიმართულებით არის შემაფერხებელი.

მარინა ეზუგბაიამ მოქალაქეებს და განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა, აიცრან.

„საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. მგონია, რომ გარკვეულწილად პიკია. ჩვენი სურვილია, ჯანდაცვის სისტემამ თავისი ვერტიკალით, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა, კლინიკურმა სექტორმა და ყველამ ერთად მოვახერხოთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება გარკვეუწილად შევაკავოთ.  დაავადების დაძლევის ერთადერთი გზა გვრჩება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია. ვაქცინაციის ტემპის დავარდნა არის ქვეყნისთვის ძალიან შემაფერხებელი, შემაფერხებელია ეკონომიკის განვითარებისთვისაც. საერთოდ, ვაქცინაციის შეფერხება ნიშნავს, რომ დაავადების სტაბილიზაციას ვერ მოვახერხებთ და მუდმივად გვექნება ასეთი ტალღები. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია ვაქცინაცია. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, განსაკუთრებით სამედიცინო სექტორს ვთხოვო, რადგან ისინი უნდა იყვნენ სამაგალითოები ვაქცინაციის პროცესში, ჩვენ უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რამდენად აუცილებელია ვაქცინაცია. თუ ნებაყოფლობით ეს არ მოხდება, ჩემი პირადი აზრი, სურვილია, რომ მაშინ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს სამედიცინო სფეროში, რათა იყოს მაგალითი, როგორ მოხდეს კოვიდინფექციის დამარცხება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ ასევე მიმართა ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს, დაფიქრდნენ და ხელი არ შეუშალონ ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესს.


„ეს არის ომი და ამ ომის მოგება შეიძლება მხოლოდ ვაქცინაციით. შეფერხება განპირობებულია ვაქცინაციის საწინააღმდეგო ძლიერი მოძრაობით, ე.წ. ანტივაქსერული მოძრაობით. მინდა, მივმართო თითოეულ მათგანს, ძალიან დიდ ტვირთს იღებენ საკუთარ მხრებზე, თითოეული მათგანის მიერ დაბრკოლებული პიროვნება, რომელიც ინფიცირდება და მისი სიცოცხლე შეიძლება, სიკვდილით დამთავრდეს, ამ ანტივაქსერულ მოძრაობაში მყოფი ადამიანების მძიმე ტვირთია. ჩვენ ყველა ვაგებთ პასუხს ჩვენს ქმედებებზე. მინდა, მივმართო ანტივაქსერებს, რომ დაფიქრდნენ, რადგან ძალიან დიდი ტვირთია, რასაც ისინი იღებენ. დაანებონ თავი აგიტაციას და ანტივაქსერულ მოძრაობას, გადმობრძანდნენ ჩვენს რიგებში და მოსახლეობას დაანახონ, რომ ვაქცინაცია არის კოვიდდაავადების დამამარცხებელი, სხვა გზა ჩვენ არ დაგვრჩენია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.



1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up