დამწუხრებული ვარ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო, დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე რაც შეიძლება მალე უნდა წარდგნენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„დამწუხრებული ვარ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. გულწრფელი სამძიმარი ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. ძალადობის ადგილი არ არის, განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ. დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე რაც შეიძლება მალე უნდა წარდგნენ,“- წერს ევროპარლამენტარი.
IPN.GE