უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან დღეს მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინიტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მარიუპოლში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა ჩავიდეს და სატრანსპორტო საშუალებების უკან დაბრუნებისას ადამიანებს ევაკუაციის შესაძლებლობა ექნებათ.
მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის რამდენიმე (სამი) მცდელობა ამ კვირის დასაწყისში მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რუსულმა მხარემ საბრძოლო მოქმედებების დროებითი შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია. მოსახლეობას 10 დღეა იქ არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი, გაზი და გათბობის გარეშეა დარჩენილი. უკრაინული მხარე აცხადებს რომ ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვაზეა. არიან დაჭრილები და გარდაცვლილებიც, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რადგან რუს ოკუპანტებს ჰუმანიტარულიო დერეფანი ბლოკირებული აქვთ