მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მხარემ გაავრცელა, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც დაადასტურა.
წითელი ჯვარი მეტ დეტალს არ ასახელებს, რადგან ამან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას მშვიდობიანი მოსახლეობისა და კოლონის უსაფრთხოებას.
„ICRC ადასტურებს, რომ უსაფრთხო გადაყვანის ოპერაცია მიმდინარეობს გაეროსა და კონფლიქტის მხარეებთან კოორდინირებულად“, - აღნიშნა სპიკერმა.