სამხრეთ უკრაინის ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ რუსი სამხედროები ქალაქში „ჰუმანიტარულ კატასტროფას“ ქმნიან.
დღეს 3 მარტს, Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მერი ამბობს, რომ რუსები ყველანაირ დაბრკოლებას ქმნიან იმისთვის, რომ ბავშვები და მოხუცები ქალაქიდან ვერ გავიდნენ.
"ისინი ბლოკავენ ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს მიწოდებას. დააზიანეს რკინიგზა, დაანგრიეს ხიდები და დაამსხვრიეს მატარებლები, რომ მარიუპოლიდან ქალები, ბავშვები და მოხუცები ვერ გამოვიყვანოთ.
რუსეთი გვიბლოკავს საკვების მოწოდების საშუალებას ისე, როგორც ეს ხდებოდა ყოფილ ლენინგრადში [მეორე მსოფლიო ომში], შვიდი დღის მანძილზე განზრახ ანგრევს ქალაქის კრიტიკულად სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რომ ჰუმანიტარული მისიისთვის შეიქმნას „მწვანე დერეფანი“. ეს არის უკრაინელი ხალხის გენოციდი.“ - წერს ვადიმ ბოიჩენკო.
cnn.com