მარიუპოლის მეტალურგიული ქარხანა და OBI-ის მაღაზიები - კადიროვთან დაახლოებულმა პირებმა დაპყრობილ უკრაინულ ქალაქებში ქონების მიტაცება დაიწყეს

მარიუპოლის მეტალურგიული ქარხანა და OBI-ის მაღაზიები - კადიროვთან დაახლოებულმა პირებმა დაპყრობილ უკრაინულ ქალაქებში ქონების მიტაცება დაიწყეს

access_time2023-02-14 19:00:23

ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვთან დაახლოებულმა პირებმა, რომლებიც უკრაინაში საომარ მოქმედებებშიც მონაწილეობდნენ, დაპყრობილ ქალაქებში ქონების დასაკუთრება დაიწყეს. ბიზნესმენი ვალიდ კორჩაგინი, რომელიც დაკავშირებულია კადიროვის მოკავშირის ოჯახთან, მარიუპოლის ილიჩის სახელობის მეტალურგიული ქარხნის თანამფლობელი გახდა. ამის შესახებ საუბარია ВВС-ის რუსული რედაქციის გამოძიებაში.

 

 

„იანვრის ბოლოს ჩეჩენი ბიზნესმენი ვალიდ კორჩაგინი გახდა თვითგამოცხადებულ დონეცკის რესპუბლიკაში დარეგისტრირებული კომპანიის ММК Ильич-ის თანამფლობელი. კომპანიამ შესაძლებელია მარიუპოლში მეტალურგიული ქარხნის აღდგენა დაიწყოს.

 

 

კორჩაგინი დაკავშირებულია კადიროვის თანამოაზრე სენატორ სულეიმან გერემეევის ოჯახთან. ომის დროს ახალგაზრდა ჩეჩენმა ბიზნესმენმა ასევე მიიღო წილები რუსული ჰიპერმარკეტების OBI-სა და ამერიკული ყავის სახლების ქსელ Starbucks-ში, რომელმაც დატოვა რუსეთი,“- ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.

 

 

უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო ილიჩის მეტალურგიული კომბინატი ეკუთვნის უკრაინელი მილიარდერის რინატ ახმეტოვის კომპანია „მეტინვესტს“. ჰოლდინგის მარიუპოლის საწარმოებში 35 ათასი ადამიანი მუშაობდა.

 


 

ომის პირველ დღეებში მარიუპოლში დაწყებული ბრძოლების დროს, ილიჩის ფოლადის ქარხანა ნაწილობრივ განადგურდა - მაგრამ ის „აზოვსტალის“ მეტალურგიულ კომბინატთან შედარებით ნაკლებად დაზიანდა.

 

 

ნანგრევებად ქცეულ ქალაქს ჩეჩნეთის სამხედროები აკონტროლებდნენ, კერძოდ, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირები. მათ შორის იყო სულეიმან გერემეევის ნათესავი რუსლან გერემეევი. როგორც BBC ხაზგასმით აღნიშნავს, მისი სახელი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდა.

 

 

კომპანია ММК Ильич რომლის თანამფლობელია 25 წლის კორჩაგინი, 2022 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა. 10 მილიონი რუბლის საწესდებო კაპიტალის მქონე კომპანიის ძირითადი საქმიანობა რკინის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოებაა. ამასთან, ჯერ ოფიციალურად არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიუპოლის ქარხანა ამ კომპანიას გადაეცა, მაგრამ ცნობილია, რომ ქარხანას შეიარაღებული დაცვა იცავს გერემეევების ოჯახის ერთ-ერთი წევრის ხელმძღვანელობით.

 

 

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, კორჩაგინს, სავარაუდოდ, ადრე ჰქონდა გვარი გერემეევი და შესაძლოა, ჩინოვნიკის ვახიტ გერემეევის შვილია, რომელსაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის სულეიმან გერემეევის ძმას უწოდებენ. ამავდროულად, transparency-ის თანამშრომელი ილია შუმანოვი თვლის, რომ გერემეევების ოჯახმა მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანა მიიღო, როგორც ჯილდო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისთვის.

 

 

„იდუმალმა კორჩაგინმა ომის დროს  მიიღო არა მხოლოდ დონეცკური კომპანია, არამედ მსხვილი უცხოური ბიზნესის ნაწილიც. ოქტომბრის ბოლოს მან მიიღო წილი კომპანია „არენაში“, რომლის ხელშიც გადავიდა ამერიკული Starbucks-ის ყავის სახლებიც. თავად ამერიკულმა კომპანიამ რუსეთი ომის დაწყებიდან მალევე დატოვა. ყავის ბიზნესში კორჩაგინი გახდა კადიროვის მეგობრის ტიმურ იუნუსოვის (იგივე ტიმატი) და რესტორატორ ანტონ პინსკის პარტნიორი, მფლობელი ასევე გახდა კომპანია „სინდიკას“ პრეზიდენტი, რომელიც ასოცირდება სენატორთან და ყაბარდო-ბალყარეთის ყოფილ პრეზიდენტთან არსენ კანოკოვთან. - ახლა სწორედ ისინი ფლობენ კომპანია „არენას“ თანაბარ წილებს.

 

 

გარდა ამისა, 2022 წლის ბოლოს, კორჩაგინი გახდა OBI სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელის თანამფლობელი, - რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია. OBI, რომელიც რუსეთში ორ ათეული წელია ფუნქციონირებს, აპრილამდე გერმანულ კომპანიას ეკუთვნოდა, თუმცა გასულ წელს ის მინიმალურ ფასად გაიყიდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანელებმა რუსული ბიზნესის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. კომპანია ხელიდან ხელში გადადიოდა უცნობი შუამავლების მეშვეობით, რომლებსაც სერიოზული აქტივები არ გააჩნდათ,“- ნათქვამია ВВС-ის მასალაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up