მარიუპოლი რუსი ოკუპანტების ალყაშია. განუწყვეტელი დაბომბვისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე მუდმივი სარაკეტო თუ სახმელეთო თავდასხმის გამო, მოსახლეობა სასაფლაოებამდე ვერ მიდის, რომ გარდაცვლილები წესისამებრ დაკრძალონ. ადამიანები მეზობლების, ახლობლებისა და ოჯახის წევრების დასაკრძალად საფლავება კორპუსების ეზოებში, ქუჩებში თხრიან.
ამ პროცესის ამსახველ ფოტომასალას Meduza ავრცელებს.