Mariupol:Reborn - ყველაზე მასშტაბური პროექტი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

Mariupol:Reborn - ყველაზე მასშტაბური პროექტი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

access_time2022-11-11 18:30:00

უკრაინამ პროექტი, „მარიუპოლის აღორძინება“ (Mariupol:Reborn) ჩაუშვა, რომლის მიზანიც ქალაქის აღდგენის გეგმის შექმნაა. პროექტის რეალიზებას, USAID-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, კერძოდ, მსოფლიო ბანკი და EBRD, ასევე, მსხვილი ბიზნესკომპანიები, რინატ ახმეტოვის ჰოლდინგი, SCM (System Capital Management) და Metinvest შეუერთდებიან. პროექტისადმი ინტერესი ევროპის რამდენიმე ქალაქის მერმაც დაადასტურა. Metinvest-ის პრესსამსახურის განცხადებას პორტალი „გორდონი“ ავრცელებს.


მოელიან, რომ „მარიუპოლის აღორძინება“ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება. ის ხუთი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე ურბანისტები და არქიტექტორები, უკრაინელ კოლეგებთან და ქალაქის მცხოვრებლებთან ერთად, მარიუპოლის ვიზუალური გეგმის რამდენიმე ვარიანტს შეიმუშავებენ.


პროექტის შემდეგი ეტაპები ზარალის შეფასებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფი აღდგენის სტრატეგიას მოიცავს. პირველი სამი ეტაპის შედეგებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდება აღორძინების გეგმა, რომლის განხორციელებაც მარიუპოლის მცხოვრებლების მაქსიმალური ჩართულობით დაიწყება.


მოსახლეობასთან ქალაქის აღდგენის წინადადებები მიგრანტთა მხარდაჭერის ცენტრ „მე - მარიუპოლის“ მეშვეობით განიხილება.



რაც შეეხება მეტალურგიულ ქარნებს, Metinvest Group-ის გენერალური დირექტორი, იური რიჟენკოვი აცხადებს, რომ ახალ ქალაქში წარმოება, დეკარბონიზაციის ფარგლებში, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოდამზოგავი და ეკონომიკურად გამართული იქნება. მისი თქმით, განვითარების ეს ვექტორი კომპანია Metinvest-ს ჯერ კიდევ ომამდე ჰქონდა შემუშავებული.


„მარიუპოლის მეტალურგიული საწარმოები უკრაინის მძლავრ მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიულ კერად უნდა იქცეს,“ - ამბობს რიჟენკოვი.


მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, მალე გათავისუფლებული ქალაქებისა და სოფლების სიას მარიუპოლიც დაემატება, რომელსაც უკრაინელი გმირები 86 დღის განმავლობაში იცავდნენ, ხოლო გათავისუფლების შემდეგ მაშინვე ქალაქის აღორძინება დაიწყება და „მარიუპოლი ევროპაში მშვიდობის დაბრუნების სიმბოლო“ გახდება.


ბიზნესპრესნიუსი



თეგები:
მარიუპოლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up