მარიუპოლში საკვებისა და წყლის მარაგი იწურება, ქალაქში 400 ათასი ადამიანია ჩარჩენილი - ქალაქის საკრებულო

მარიუპოლში საკვებისა და წყლის მარაგი იწურება, ქალაქში 400 ათასი ადამიანია ჩარჩენილი - ქალაქის საკრებულო

access_time2022-03-13 19:43:33

მარიუპოლში საკვებისა და წყლის ბოლო მარაგი იწურება. ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს Telegram-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებას უკრაინული გამოცემა უნიანი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარიუპოლში ვითარება კვლავაც ძალიან მძიმეა - „ქალაქში არ არის ელექტროენერგია, წყალი, გათბობა, თითქმის არ არის მობილური კავშირი, იწურება საკვების და წყლის ბოლო მარაგი“.

სიტუაციას ართულებს რუსი ოკუპანტების მუდმივი დაბომბვა.

"მტერი შეგნებულად ესვრის საცხოვრებელ უბნებს. დღეს რუსებმა განაგრძეს ქალაქის დაბომბვა თვითმფრინავებიდან. დაბომბეს საცხოვრებელი სექტორი ნახიმოვის გამზირისა და იტალიასკაიას ქუჩის კვეთაზე, ასევე იყო დარტყმები კინოთეატრ სავონასთან. არის ინფორმაცია მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის დაბომბვის შესახებაც“, - აცხადებენ საკრებულოში და იქვე განმარტავენ, რომ მარიუპოლის დამცველები აგრძელებენ მტრის გმირულად შეკავებას.

ქალაქის საკრებულოს დადასტურებული ინფორმაციით, უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში 2187 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ქალაქი ამ დრომდე რუსული ძალების მიერ ალყაშია გარშემორტყმული. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე 22 დაბომბვა მოხდა ქალაქში. მარიუპოლში უკვე 100-ზე მეტი ბომბია ჩამოგდებული.


ქალაქში ამჟამად 400,000 ადამიანია ჩარჩენილი.

უკრაინული მხარის ინფორმაციით,  უკრაინის ვიცე პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა 14 ჰუმანიტარული დერეფნიდან 5 მარშრუტზე ავტობუსები და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები არ გაატარეს. 

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ჰუმანიტარული მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. სატელიტური ტექნოლოგიების ამერიკული კომპანიის, Maxar-ის უახლესი სატელიტური სურათებიც გავრცელდა, რომელიც მარიუპოლში, რუსული თავდასხმების შედეგად მიყენებულ კოლოსალური ზარალს აჩვენებს.

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის რამდენიმე (სამი) მცდელობა ამ კვირის დასაწყისში მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რუსულმა მხარემ საბრძოლო მოქმედებების დროებითი შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია. მოსახლეობას 10 დღეა იქ არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი, გაზი და გათბობის გარეშეა დარჩენილი. უკრაინული მხარე აცხადებს რომ ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვაზეა. არიან დაჭრილები და გარდაცვლილებიც, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რადგან რუს ოკუპანტებს ჰუმანიტარულიო დერეფანი ბლოკირებული აქვთ.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას. გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.

უკრაინა რუსეთის ტერორისტ ქვეყნად გამოცხადებას ითხოვს და ჰააგის სასამართლოში ჩივის. სასამართლო პროცესი გასულ კვირას დაიწყო, თუმცა პროცესზე არ გამოცხადდა რუსეთის წარმოემადგენელი. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, სასამართლოს ამ საკითხზე მსჯელობის ლეგიტიმაცია არ აქვს.


როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აცხდებს, სრული სიზუსტით გროვდება რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ყველა ფაქტი და უკრაინა მას სამხედრო ტრიბუნალამდე მიიტანს.


რუსეთს უკრაინაში შეჭრის და იქ საომარი მოქმდებების გამო სანქციები დაუწესა ლამის მთელმა მსოფლუიომ, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up