მარკ ცუკერბერგის პროგნოზები 2022 წლისთვის

მარკ ცუკერბერგის პროგნოზები 2022 წლისთვის

access_time2022-01-09 15:30:56

მილიარდერს, და ამჟამად კომპანია Meta-ს მფლობელს მარკ ცუკერბერგს 2022 წელი ადამიანის ხელოვნურ ინტელექტთან თანამშრომლობის და მეტარეალობის ეპოქის დაწყების წლად მიაჩნია.

2021 ოქტომბერში ცუკერბერგმა Facebook-ს სახელი გადაარქვა და ახალი პროდუქტი - მეტასამყარო წარადგინა. ამ ვირტუალურ რეალობაში შესაძლებელია იქნება თითქმის სრულფასოვანი ცხოვრება ავატარების მეშვეობით - ოფისში მუშაობა, ოფიციალური შეხვედრების გამართვა, შეხვედრა მეგობრებთან, და ა.შ.

2022 წელს კომპანია გამოუშვეს ვირტუალური რეალობის ახალ მუზარადს, რომელიც ადამიანების მეტასამყაროში სრული ინტეგრირების საშუალებას მისცემს. Meta ასევე ცდის ახალ პროგრამას დისტანციური მუშაობისთვის Horizon Workrooms, რომელშიც თანამშრომლები ერთმანეთს ავატარების მეშვეობით შეხვდებიან, ერთად იმუშავებენ ვირტუალურ ოფისებში, ჩაატარებენ საქმიან შეხვედრებს და კონფერენციებს.

2022 წელს Meta აშშ-ში და კანადაში მომხმარებლებისთვის Horizon-ის ვირტუალურ სამყაროსთან უფასო წვდომას დანერგავს. სისტემის ტესტირება ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, და დღეს ის გამოყენებისთვის მზადაა.

სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მეტასამყარო სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც გაიხსნება. თავად ცუკერბერგი მეტასამყაროს ასე ხედავს: „ურთიერთქმედება გაცილებით უფრო მდიდარი იქნება, შეგრძნებები თითქმის რეალური იქნება. მომავალში იმის ნაცვლად, რომ ისაუბროთ ტელეფონი, თქვენ შეძლებთ თანამშრომლებთან ერთად ერთ მაგიდასთან ჯდომას, და მათ ავატარებთან სრულფასოვანი ურთიერთობების დამყარება“- მიიჩნევს ის.

პირველი კომპანია, რომელიც მეტასამყაროს რეალობაში დანერგავს, თავისთავად ცხადია კომპანია Meta იქნება, რომლის 120 000 თანამშრომლიდან ნახევარი ვირტუალური ავატარებით ივლის სამსახურში.


2022 წელს ცუკერბერგი დანერგავს გადასატან მოწყობილობებს, რომლების მეტასამყაროს კონკურენტუნარიანობას გაზრდიან - მაგალითად, ერთობლივი პროდუქტი სათვალეების მწარმოებელ Ray-Ban-თან - ჭკვიან სათვალეებს, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური კამერით, შეუძლია გადაღებული კონტენტის გაზიარება, მუსიკის მოსმენა, და სატელეფონო ზარების მიღება.

ცუკერბერგის თქმით, მისი და მისი მეუღლის ფონდი Chan Zuckerberg Initiative 2022 წელს შექმნის მეცნიერულ ცენტრს, რომელიც ადამიანის სხეულს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეისწავლის.

„წარმოიდგინეთ, რომ გახდება შესაძლებელი დაავადებების ვიზუალიზაცია. ჩვენ დავინახავთ რეალურ დროში როგორ ვითარდება სიმსივნე, როგორც ხდება ქსოვილების და იმუნური სისტემის, ამ ტვინის და სხეულის ურთიერთქმედება. ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებდა მკურნალობის პროცესს“ - პროგნოზირებს მილიარდერი.

ფონდი ასევე გააფართოებს უფრო მოქმედ პროგრამას, რომელიც ინფექციურ დაავადებებს და მათი მკურნალობის ახალ მეთოდებს იკვლევს.

ასევე 2022 წელს ცუკერბერგი გახსნის ჰარვარდის უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელ ცენტრს.

„ჩვენ გავაერთიანებთ ხელოვნურ ინტელექტს და ბიომედიცინა,და ეს მისცემს ექიმებს ადამიანის ორგანიზმის ახსნის და მკურნალობის სრულიად ახალ ინსტრუმენტებს“- განაცხადა ცუკერბერგმა.


ავტორი: თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up