მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წერაქვიში, წითელსოფელში, ხიხანში, ახლომახმუდლოში, წერეთელში, თამარისსა და ახალ დიოკნისში, საბავშვო სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია განხორციელდა.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ლოკაციებზე დამონტაჟდა, საბავშვო ატრაქციონები, სკამები, საქანელები და განათებები.
მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ სკვერების მოწყობა/რეაბილიტაციისთვის ჯამურად 143 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ტრანსფერით 110 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით 33 000 ლარი გამოიყო.