მსოფლიო ჩემპიონატზე, მაროკოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ბელგიის ეროვნული ნაკრების დამარცხებას ქვეყანაში მასობრივი არეულობები მოჰყვა. ფეხბურთის გულშემატკივრებმა ბრიუსელის ცენტრში დაამტვრიეს მაღაზიების ვიტრინები და ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს და ავტომანქანებს.
პოლიციამ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა და ათობით ადამიანი დააკავა. გავრცელებული ცნობით, არეულობის დროს დაშავდა ერთი ჟურნალისტიც