„მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყლის მილი დაზიანდა, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია“ – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
„დაზიანების გამო, სატრანსპორტო საშუალებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ცალმხრივად მოძრაობდნენ. შეზღუდვა მოიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც და ისინი მგზავრთა გადაყვანას შეუფერხებლად, დადგენილი სქემით შეძლებენ“ – ნათქვამია განცხადებაში.