მართალია თუ არა, რომ კოვიდდადასტურებული პაციენტები სხვებს იმაზე უფრო სწრაფად აინფიცირებენ, ვიდრე ეს აქამდე მიიჩნეოდა?

მართალია თუ არა, რომ კოვიდდადასტურებული პაციენტები სხვებს იმაზე უფრო სწრაფად აინფიცირებენ, ვიდრე ეს აქამდე მიიჩნეოდა?

access_time2022-02-08 00:00:00

მსოფლიოში ჩატარებულმა პირველმა კვლევამ, რომელში მონაწილე მოხალისეებიც Covid-19-ით განზრახ დაინფიცირდნენ, დაადგინა, რომ ახალი კორონავირუსის სიმპტომები სულ რაღაც 2 დღეში ვლინდება, რაც მოსალოდნელზე ბევრად სწრაფი ტემპია. გარდა ამისა, პაციენტები ინფექციის წყაროდ იქცევიან და გარშემომყოფებს აინფიცირებენ. რას ნიშნავს ეს?- ამ საკითხის დეტალები BBC-მ გაარკვია.



რა ხდება?



ადრე მეცნიერები კორონავირუსის ინკუბაციურ პერიოდს ხუთი დღით განსაზღვრავდნენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Sars-Cov-2-ის ვირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევდა. თუმცა ინფიცირებული პირი გადამდები იყო საშუალოდ, ცხრა დღის და მაქსიმუმ, COVID-19-ის დადასტურებიდან 12 დღის განმავლობაში. მკვლევართა განცხადებით, მათი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს რეკომენდაციებს, რომ ადამიანი პირველი სიმპტომების გამოვლენიდან ან კოვიდზე დადებითი ტესტის შემდეგ კარანტინში 10 დღე უნდა იყოს.



ზემოთ ხსენებული კვლევა ლონდონის Royal Free Hospital-ის სპეციალურ განყოფილებაში ჩატარდა. 34 მოხალისედან 18-დან 29 წლამდე ასაკის 18 პირი დაინფიცირდა მას შემდეგ, რაც Sars-Cov-2 შტამის დაბალი დოზა ცხვირის წვეთების სახით მიიღეს. სერიოზული სიმპტომები არცერთს არ ჰქონდა, თუმცა 13-მა ადამიანმა დროებით ყნოსვა დაკარგა. ექსპერიმენტის მხოლოდ ერთ მონაწილეს აღენიშნა ყნოსვის დაკარგვა ექვსი თვის შემდეგაც კი.




„ჩვენი კვლევა რამდენიმე ძალიან საინტერესო კლინიკურ დასკვნას ამჟღავნებს. ეს განსაკუთრებით ეხება ხანმოკლე ინკუბაციურ პერიოდსა და ვირუსის ძალიან დიდი რაოდენობით გამოყოფას“, - განაცხადა ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ინფექციური დაავადებების პროფესორმა და კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა კრისტოფერ ჩიუმ. ვირუსული ინფექციის მაღალი დონე ჯერ ყელში და თითქმის მაშინვე ცხვირში დაფიქსირდა, პიკს კი ხუთი დღის შემდეგ მიაღწია. ამ დროისთვის ინფექციის მთავარი წყარო ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსი გახდა. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მიღებული შედეგები ხაზს უსვამს ნიღბის სწორად ტარების მნიშვნელობას: ის უნდა ფარავდეს არა მხოლოდ პირს, არამედ- ცხვირსაც.



იმავე კვლევამ სწრაფი ტესტების მაღალეფექტიანობაც დაადასტურა. ეს კი, პროფესორ ჩიუს თქმით, ვირუსის თვისებასთან მის კარგ კორელაციას ნიშნავს. ”მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ტესტი შეიძლება პირველ ან ორ დღეს ნაკლებად ზუსტი იყოს, თუ მათ სწორად და ხშირად გამოვიყენებთ, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ ვიმოქმედებთ, ეს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დაგვეხმარება”,- აცხადებს მეცნიერი.



პროფესორ ჩიუს კოლეგა და საიმპერატორო კოლეჯის პროფესორი ვენდი ბარკლი თვლის, რომ 10- დღიანი თვითიზოლაცია მასობრივი ტესტირების არქონის დროს სწორი ტაქტიკა იყო, თუმცა კვლევის შედეგებმა შეიძლება საკარანტინო პერიოდი ხუთ დღემდე შეამციროს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ორი დღის შემდეგ ტესტი უარყოფითი იქნება.



კვლევა თავდაპირველად ექსპერიმენტული ვაქცინების შესამოწმებლად დაიწყო. ეს მოხდა მანამდეც კი, სანამ Pfizer-მა 2020 წლის ბოლოს გამოაცხადა, რომ ეფექტიანი ვაქცინა შექმნა. ინგლისის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ ჯონათან ვან-ტამმა განაცხადა, რომ კვლევამ ექიმებს ვირუსის შესახებ მეტი სიღრმისეული მონაცემი მისცა. მისი აზრით, შემდგომი ექსპერიმენტები ადამიანების მონაწილეობით შეიძლება გამოიყენონ კორონავირუსის სხვა ვაქცინებისა და ანტივირუსული პრეპარატების განვითარების დასაჩქარებლად.



კომპანია hVivo-ს მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ენდრიუ კეტჩპოლმა, რომელიც ამ კვლევაში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ მართალია, მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს Sars-Cov-2-ის პირვანდელ შტამზე და მასსა და სხვა ვარიანტებს შორის გადაცემის მხრივ განსხვავებები არსებობს, ვირუსისგან დაცვაზე მაინც ერთი და იგივე ფაქტორები არიან პასუხისმგებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შედეგები ღირებული რჩება სხვა ვარიანტებისთვისაც - იქნება ეს „დელტა“ თუ „ომიკრონი“.


imedinews.ge


თეგები:
Covid-19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up