28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.
სიონის საკათედრო ტაძარში კი საღმრთო ლიტურგიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესი შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.