მარტო პურის წილი სასურსათო კალათაში 60%-ს აჭარბებს

მარტო პურის წილი სასურსათო კალათაში 60%-ს აჭარბებს

access_time2021-11-17 14:00:31

სპეციალისტები საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ცვლილების საჭიროებაზე საუბრობენ. ყველაზე მეტი  შენიშვნა სურსათის კომპონენტთან დაკავშირებითაა, რომელსაც სასურსათო კალათაში 70% უჭირავს, როცა განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 15-30%-ის ფარგლებშია. აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის განცხადებით, პურის წილი სასურსათო კალათაში 60%-ს აჭარბებს, რაც საბოლოოდ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახება ცუდად, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და მეძუძურ დედებზე, რომელთა დიდი ნაწილი ფაქტობრივად შიმშილის ზღვარზეა.

 


,,პური ძირითადი საკვები პროდუქტია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტი რაოდენობით მოიხმარს. შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშო დონემდეც, მისი წილი სასურსათო კალათაში 60%-ს აჭარბებს, როცა ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 10-12%-ის ფარგლებშია. ასეთი სხვაობის მიზეზი მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაა. შესაბამისად, სანამ ქვეყანა სასურსათო უსაფრთხოებაში წარმატებას არ მიაღწევს და მოსახლეობის კეთილდღეობა არ გაუმჯობესდება, ჯანსაღი კვების პრობლემა შეიძლება წლობით მოუგვარებელი დარჩეს. კორონავირუსის პანდემიამ მდგომარეობა უფრო გააუარესა. ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ვალებით იკვებება, იქნება ეს ბანკის ვალი თუ ნაცნობ-ახლობლებისგან ნასესხები ფული, ხალხი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.  პრობლემაა იმ მხრივაც, რომ სიძვირის გამო ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა“, - აცხადებს კოღუაშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში.



როგორც აკადემიკოსი განმარტავს, პურზე მოთხოვნა განპირობებულია ტრადიციულადაც, ვინაიდან იგი ყოველთვის მთავარ საკვებად მიიჩნეოდა საქართველოში, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით  მაინც ღარიბი მოსახლეობა მოიხმარს. 



,,კვებასთან დაკავშირებით  გაცილებით მძიმე მდგომარეობაში არიან ბავშვები, რადგან სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ ჩვენი პატარები არაჯანსაღად იკვებებიან და მათ რაციონში არ არის ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი პროდუქტები. თითქმის არ იღებენ რძის პროდუქტებს, რითაც კალციუმის მარაგი უნდა შეივსონ და რამაც მათი ძვლების განვითარება უნდა მოახდინოს. ვისაც მეტნაკლებად შეუძლია კვების ხარჯი გასწიოს, ზოგიერთ ასეთ ოჯახშიც პატარები იკვებებიან მაღაზიაში ნაყიდი გაზიანი სასმელით, ტკბილეულით და სხვა არაჯანსაღი საკვებით, რაც კატასტროფაა“, - აცხადებს კოღუაშვილი.




აკადემიკოსი სასურსათო კალათის კორექციის აუცილებლობაზეც საუბრობს და დასძენს, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად სასურსათო კალათაში სურსათისა და არასასურსათო ხარჯი უნდა განაწილდეს 50/50-ზე პრინციპით, საუკეთესო შემთხვევაში, 70/30-ზე, მაგრამ ამ ამისთვის ქვეყანა არ არის მზად არც დღეს და ვერც უახლოეს რამდენიმე წელიწადში, ამასობაში მოსახლეობის კეთილდღეობა მუდმივად უარესდება.



შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 7,9 ლარით გაიზარდა. 



სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი კაცის საარსებო მინიმუმი 224.2 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 216.3 ლარი იყო.



2020  წლის ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 187.7 ლარს შეადგენდა.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up