ვინ არის მარტოკაცი

ვინ არის მარტოკაცი

access_time2020-09-27 12:00:54

კორონავირუსის პანდემიის დროს სოციალურ ქსელში ახალი პერსონაჟი „მარტოკაცი“ გამოჩნდა, რომელიც ფეისბუქ მომხმარებლებს ქართულ მრავალხმიან ფოლკლორულ სიმღერებს და გურულ  სკეტჩებს სთავაზობს.


„მარტოკაცმა“ სოციალური ქსელის საშუალებით ერთგულ მომხმარებელთან ერთად, შემოსავლის წყაროც გაიჩინა.


მარტოკაცი პროფესიით ფოლკლორისტი დამიანე გორდელაძია, როგორც ის „კომერსანტთან“ ამბობს, მისი მთავარი მიზანი არასდროს  ყოფილა, რომ პროექტს ბიზნესის სახე ჰქონოდა და ამაში ფინანსური სარგებელი ენახა.


დამიანე ბავშვობიდან მუსიკალურ ოჯახში, გურიაში იზრდებოდა, მის ოჯახში ყველა მღერის, ოჯახში რვა  დედმამიშვილია და  საოჯახო  ანსამბლიც აქვთ. ფოლკლორისტი ხალხურ მუსიკას უცხოელებსაც ასწავლის.


“უცხოელებს რუსულ-ინგლისურ ენებზე ვუტარებდი ხალხური სიმღერის  გაკვეთილებს და ამისგან შემოსავალი მქონდა.


მთლიანად მუსიკასთან ვარ დაკავშირებული და ბუნებრივია ვიცი ყველა ხმა და შემიძლია ყველა ხმა მარტომ ვიმღერო, იმის მიხედვით, თუ როდის რა იქნება საჭირო.


ამას მე ყოველთვის ვაკეთებდი უბრალოდ სოციალურ ქსელში არასდროს გამომიქვეყნებია, როცა დავინახე, რომ ამას ამხელა გამოხმაურება ჰქონდა Facebook გვერდი შევქმენი და „მარტოკაცი“ დავარქვი , რადგან მარტო ვიყავი.  



გვერდი პანდემიის დროს არის შექმნილი და ყველანი მარტო ვიყავით სახლებში მეც მარტო ვიყავი, მეუღლესთან და 6 თვის ბავშვთან ერთად, უბრალოდ აპლიკაციაში  ჩავწერე ვიდეო და გამოქვეყნების შედეგ  შევქმენი „მარტოკაცის“  გვერდი. მარტოკაცი ქართულ  ენაში დამკვიდრებულია, როგორც მთაში მარტო მცხოვრები კაცი.  ამ  სფეროში  მე  დავამკვიდრე იმიტომ, რომ  ვარ  მარტო და  ძალიან დიდი ემოცია და  გამოხმაურება  წამოვიდა  ადამიანებისგან,  რამაც მომცა  სტიმული, რომ ეს  საქმე გამეგრძელებინა.“ - აღნიშნავს დამიანე გორდელაძე


პანდემიამდე დამიანე აზერბაიჯანში კახეთ-ჰერეთში ( დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორი) ადგილობრივ ქართველებს გალობას ასწავლიდა, თუმცა პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო შემოსავლის გარეშე დარჩა და გადაწყვიტა რომ თავისი წამოწყება შემოსავლის წყაროდ ექცია, სოციალურ ქსელში ანგარიშის ნომერი მიუთითა და მომხმარებლებს შემოწირულობის სახით თანხის  ჩარიცხვა  სთხოვა.


„მხოლოდ ჩემი მეუღლე  ფრინალნსერად მუშაობდა და ძალიან მწირი შემოსავალი ჰქონდა, თვითონაც მუსიკოსია და უცხოელებს მუსიკას ასწავლიდა. მეუღლე რუსია ეროვნებით და რუსებს სხვადასხვა ქვეყნებში უტარებდა გაკვეთილებს, თუმცა ეს არ იყო  საკმარისი. თუმცა ჩემი მეუღლე  მაძლევდა საშუალებას, რომ საყვარელი საქმე მეკეთებინა და თვითონ ემუშავა, თვლიდა, რომ  მე ასე უფრო  ბედნიერი  ვიქნებოდი.


რადგან ასეთი დიდი გამოხმაურება ჰქონდა და ხალხმა გაზიარება დაიწყო,  ლაიქები და ნახვები დაგროვდა და 10 000 გამომწერს ავცდი, მივუთითე ჩემი ანგარიშის ნომერი და ვთქვი რომ ვისაც  სურვილი ექნებოდა შეეძლო შემოწირულობა გაეღო.


მე ამაში ვხარჯავ ენერგიას და დროს თუ  თქვენ ამით იღებთ სიამოვნებას, თქვენ  შეგიძლიათ გააკეთოთ  შემოწირულობა. ეს  არის  რაღაც  გაცვლის მომენტი, თქვენ ჩემგან იღებთ პოზიტივს და შეგიძლიათ  არაფერი  დამიბრუნოთ. 


თუ მე ამ დროის განმავლობაში ვიყიდე საჭმელი  ეს არის  შემოწირულობების დამსახურება, რადგან ჩემ მეუღლეს პანდემიის პერიოდში გაკვეთილები აღარ აქვს და  გამოდის რომ  მთლიანად  ამაზე  ვართ დამოკიდებული ზოგი  20 ლარსაც რიცხავს, ზოგი ათ ლარს, ზოგი 50 ,ზოგჯერ შეიძლება საერთოდ არ ჩაირიცხოს საჭმლის ფული.“  -  აღნიშნავს დამიანე გორდელაძე.


დამიანემ „კომერსანტთან“ სამომავლო გეგმეზეც ისაუბრა, როდესაც საზღვრები  გაიხსნება  სურს, რომ  ძმასთან და მეუღლესთან ერთად უცხოელებისთვის ფოლკ-ტური გააკეთოს და  მოგზაურობა გურიის რეგიონიდან დაიწყოს, რადგან როგორც თვითონ  აღნიშნავს, ეს მხარე  აუთვისებელია.


„ფოლკ-ტური ალბათ იქნება უცხოელებისთვის მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნება.  ძირითადად გურია  დაიტვირთება რადგან  აუთვისებელი რეგიონია. იქ  ქნება  სახლი ყველანაირად  უზრუნველყოფილი, ჩვენ ჩავიყვანთ და ჩავუტარებთ გაკვეთილებს, ავუხსნით მოვუყვებით  წავიყვანთ  გომის მთაზე , ბახმაროზე. სამომავლოდ რაც  გვჭირდება ეს არის მინიმუმ ნორმალური მიკროფონი, კამერა , ეხლა მე  აიფონ 5 - ით ვიღებ ვიდეოებს და დაბალი ხარისხი აქვს.


როცა ტექნიკურ მხარეს გავაუმჯობესებთ, მერე შეიძლება  ფორმატიც  შეიცვალოს და  ეს ერთ  წუთიანი  სკეტჩებიც  აღარ  იყოს და  უფრო  საინტერესო  იყოს - აღნიშნავს  დამიანე გორდელაძე.


თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
მარტოკაცი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up