მარტში ჩინეთში ექსპორტმა იმპორტს $26 მლნ-ით გადააჭარბა

მარტში ჩინეთში ექსპორტმა იმპორტს $26 მლნ-ით გადააჭარბა

access_time2022-05-02 11:00:50

მარტში ჩინეთში ექსპორტმა იმპორტს $26 მლნ-ით გადააჭარბა და $125 მლნ-ს მიაღწია. კვარტალური მასშტაბითაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 5%-მდეა შემცირებული. წლის პირველ სამ თვეში საქართველომ ჩინეთში ექსპორტზე $220 მლნ-ის პროდუქცია გაიტანა და იქიდან იმპორტის გზით $242 მლნ-ის შემოიტანა.

 

ჩინეთი უკვე მესამე წელია, რაც საქართველოს #1 საექსპორტო პარტნიორია. ექსპორტია მზარდია. მხოლოდ მარტში ჩინეთში იმაზე მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 2001-2011 წლებში ჯამურად. იმდენივე რაც 2015 წელს. პირველ კვარტალში კი უფრო მეტი ვიდრე ცალკე აღებულ ნებისმიერ წელს 2020 წლამდე.

 

ცალკეული ჩავარდნების მიუხედავად ჯამური ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც იზრდებოდა. მაგრამ თუ მთლიანი ექსპორტი 2001-2021 წლებში 1238%-ით $317 მლნ-დან $4.242 მლრდ-მდე გაიზარდა, იმავე პერიოდში ჩინეთმა 58 800%-იანი ზრდა აჩვენა $1.045 მლნ-დან $616 მლნ-მდე.

 

2001 წელს ჩინეთის წილი ექსპორტში 0.1% იყო, 2006 წელს 1.1%, 2011 წელს 1.3%, 2016 წელს 8.2%, 2020 წელს 14.3%, 2021 წელს 14.5%, წელს პირველ კვარტალში 18.8%, მხოლოდ მარტში კი 30.3%.

 

ჩინეთში ექსპორტის პირველი დიდი ნახტომისებური ზრდა 2010 წელს დაფიქსირდა, მაშინ ზრდის ტემპმა 353%-ს მიაღწია და თანხობრივად გატანილი პროდუქციის მოცულობამ $27 მლნ შეადგინა. შემდეგ იყო 2014 წელი, როდესაც 170%-იანი ზრდის შემდეგ $90 მლნ-ს გაუტოლდა. ბოლოს კი პანდემიურ 2020 წელს, ჯამური ექსპორტის 12%-იანი კლების ფონზე, ჩინეთში 130%-ით მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.


 


ექსპორტის მსგავსად მზარდი იყო ჩინეთიდან იმპორტიც, მაგრამ ბევრად უფრო დაბალი ტემპით. 2006-2013 წლებში ჩინეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 80%-ს, ზოგ შემთხვევაში 90%-საც კი აჭარბებდა. 2020 წელს ის 20%-მდე, 2021 წელს 17%-მდე, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში 5%-მდე შემცირდა. მარტში უკვე პროფიციტმა 12%-ს მიაღწია.


 

ექსპორტის ზრდაზე განსაკუთრებული გავლენა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებამ იქონია, რომელიც 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. „თავს მოხვეული“ ხელშეკრულების შედეგად 2021 წელს, 2017 წელთან შედარებით ექსპორტი 205%-ით, იმპორტი კი მხოლოდ 18%-ით გაიზარდა.


 


რას ვყიდულობთ და რას ვყიდით ჩინეთში? ღვინის ექსპორტი მზარდია, მაგრამ მას ამინდის შექმნა არ შეუძლია. იანვარ-მარტში ჩინეთში სულ $3 მლნ-ის ღვინო გაიყიდა, ანუ ექსპორტის 1.4%-ზე ნაკლები. პირველ ადგილზე $178 მლნ-ით სპილენძის მადნებია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 111%-ით აღემატება. ეს მაშინ როცა მოცულობა მხოლოდ 27%-ით 65.5 ათას ტონამდე გაიზარდა. გამოდის რომ 1 ტონა სპილენძის მადნის საექსპორტო ღირებულება 64%-ით $1662-დან $2722-მდე გაზრდილა.

 

თავად სპილენძის მადნებს საქართველო თავად არ აწარმოებს და მას სომხეთში ყიდულობს, მაგრამ რადგან მცირედ გადამუშავებას მაინც უტარებს ის ექსპორტში აისახება და არა რეექსპორტში. სპილენძის მადნებს იმპორტში $222 მლნ-ით ნავთობის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს, ექსპორტში კი $271 მლნ-ით პირველ ადგილზეა.

 

სპილენძის მადნების შემდეგ, პირველ კვარტალში ჩინეთში ყველაზე მეტი ღირებულების - $22 მლნ-ის ძვირფასი ლითონები გაიყიდა, $4.1 მლნ-ით სამედიცინო აპარატურა მესამე ადგილზე გავიდა, $3 მლნ-ით ღვინო მეოთხეზე, $2.9 მლნ-ით დაუმუშავებელი ალუმინი მეხუთეზე.

 

იმპორტი უფრო ჭრელია და „დანარჩენი პროდუქციის“ გრაფას თითქმის 80%-იანი წილი უკავია.

 

ვაჭრობისგან განსხვავებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში არასახარბიელო ვითარებაა. 2021 წელს ჩინეთის წილმა ინვესტიციებში მხოლოდ 1.7% შეადგინა და მე-12 ადგილს დასჯერდა. 1996-2021 წლების ჯამური $670 მლნ-იანი ინვესტიციით კი ჩინეთი 2.9%-იან წილსა და მე-10 ადგილს იკავებს. უკეთესი ვითარება არც ტურიზმშია, ფულად გზავნილებს პულსიც არ ესინჯება.

 

საქართველოსთვის ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შანსი რუსეთზე სანქციებმა ემბარგომ კიდევ ერთხელ გააჩინა. გადამზიდავები რუსეთის გვერდის ავლას ცდილობენ და ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. მარტსა და აპრილში საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა, მაგრამ არა სასურველი მოცულობით. რკინიგზას სრული დატვირთვით ასამუშავებლად კიდევ ბევრი უკლია, ანაკლიის პორტი არ აშენებულა ფოთის პორტს კი დიდი გემების მომსახურება არც ამჟამად შეუძლია.

 

ჩინეთი ამჟამად პლანეტის #2 ეკონომიკაა, ათწლეულის ბოლოს კი #1 გახდა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up