მარტში სარეზერვო ფულის მოცულობა 67.8 მლნ ლარით გაიზარდა

მარტში სარეზერვო ფულის მოცულობა 67.8 მლნ ლარით გაიზარდა

access_time2022-04-29 19:27:28

2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 67.8 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 5.0 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 235.6 მლნ ლარით (4.8 პროცენტით) გაიზარდა. პერიოდის ბოლოსათვის, სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი -9.9 პროცენტს გაუტოლდა.


საანგარიშო პერიოდში შიდასამთავრობო კონვერტაციებით, ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 11.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავალუტო ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 39.6 მლნ აშშ დოლარი. BMatch პლატფორმის წესებზე დაფუძნებული მექანიზმის გამოყენებით ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა თვის განმავლობაში 0.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 50.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. მარტში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 513.9 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1484.9 მლნ ლარს გაუტოლდა.



აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, რეფინანსირების სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 950.0 მლნ ლარით გაიზარდა და 2,510.0 მლნ ლარი შეადგინა. ერთთვიანი სესხის მოცულობა უცვლელია და 400 მლნ ლარს უტოლდება, ხოლო ერთდღიანი სესხი 52.7 მლნ ლარით შემცირდა. ამავე პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთის ოდენობა 34.0 მლნ ლარით შემცირდა და 537.9 მლნ ლარს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში, განთავსდა და დაიფარა 20-20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. მთლიანობაში, საანგარიშო პერიოდში, ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 863.2 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის, 3,681.2 მლნ ლარს გაუტოლდა. გარდა ამისა, თვის განმავლობაში 12.8 მლნ ლარით გაიზარდა სავალუტო სვოპის მოცულობა. მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების წმინდა შესყიდვამ 50.0 მლნ ლარი შეადგინა, ასევე დაიფარა 103.2 მლნ ლარი და პორტფელის მოცულობა 53.2 მლნ ლარით შემცირდა.


„ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, თვის განმავლობაში, სარეზერვო ფულის მოცულობა 67.8 მლნ ლარით გაიზარდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში - 134.8 მლნ ლარით, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები - 59.4 მლნ ლარით გაიზარდა. ამასთან. კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთების ოდენობა 126.4 მლნ ლარით შემცირდა“,  აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

თეგები:
რეზერვები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up