2023 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,368 ერთეული შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით 12%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 4%-ით, 186 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
recov-ის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 14%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის მარტთან შედარებით მაჩვენებელი 9%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის მარტში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 26%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 29%-ით შემცირდა, 1,258 ერთეულამდე.