საფეხბურთო კლუბი ქუთაისის მართვეს 100%-იანი წილი სხვისდება. საფეხბურთო კლუბის მფლობელი დღეს ქუთაისის მერიაა, რომელიც მართვეს 28 მარტისთვის ჩანიშნულ აუქციონზე ყიდის. აუქციონზე შპს „საფეხბურთო კლუბი ქუთაისის მართვეს“ საწყისი ღირებულება 3 8367 ლარია.
როგორც kutaisipost.ge წერს, შპს „საფეხბურთო კლუბ ქუთაისის მართვეს“, რომელიც აქამდე ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეისყიდის.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ განაცხადა, ქალთა საფეხბურთო კლუბის შესყიდვისა და მისი განვითარების სურვილით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა დაინტერესებული, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ კლუბის გასხვისებას გეგმავს.