ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის ხელმოწერის შემდეგ, რუსეთმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი უკუშედეგს გამოიწვევს, რაც შესაძლოა წარმოების დროებით შემცირება იყოს.
სანქციების საპასუხოდ კრემლი საკუთარ შეზღუდვებს აწესებს. Bloombers Tv - სთან ინტერვიუში, რუსეთის ვიცე - პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნავთობს არ მიყიდის არც ერთ ქვეყანას, რომელიც ფასზე შეზღუდვები დაუწესებს.
ეკონომიკური სანქციების მერვე პაკეტი მოიცავს ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას დადგენილ ფასის ზღვრამდე, ასევე შეზღუდვას ფოლადის ნაწარმის, პლასტმასის და გარკვეული სახის ქიმიკატების იმპორტზე. რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ევროპული „კრიპტოსაფულის“ გამოყენება.
ახალი პაკეტის მიხედვით, ევროპის კომპანიებს აეკრძალებათ რუსეთისთვის საკომპიუტერო ტექნოლოგიური და იურიდიული სამსახურის გაწევა, არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების შემუშავება, ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე.
თაკო კვაჭანტირაძე