მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ჰინჰემში Toyotა-ს მარკის ავტომობილი Apple-ის მაღაზიის ფასადს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ინფორმაციას Entrepreneur-ი ავრცელებს
შემთხვევა ორშაბათს, დღის 11 საათზე მოხდა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში Appl-ის მაღაზიის შუშის ვიტრინა ჩამტვრეულია და გიგანტური ხვრელი ჩანს, მანქანა კი მაღაზიაშია. შემთხვევის ადგილზე 14 სასწრაფო დახმარების, შვიდი სახანძრო მანქანა და ერთი სამედიცინო ვერტმფრენი მივიდა.
კომპანიაში მომხდართან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.