„ნებისმიერი ანგარიში, რომელიც აქვეყნებს რეალურ დროში ვინმეს ადგილსამყოფელს გაასაჯაროებს დაიბლოკება, რადგან ეს არის ფიზიკური უსაფრთხოების დარღვევა“, - ამის შესახებ ინფორმაცია ილონ მასკმა სოციალურ ქსელ twitter - ში გაავრცელა. მან 14 დეკემბერს აღნიშნა, რომ @elonjet-ის ანგარიშის მფლობელის, 20 წლის სტუდენტის, ჯეკ სუინის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს. მასკმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ Twitter - ზე მას შემდეგ დაწერა, რაც სოციალური მედიის პლატფორმამ @Elomjet ანგარიში და სუინის პირადი ანგარიში სამუდამოდ შეაჩერა.
მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ "გიჟი სტალკერი" სამშაბათს მის მანქანას, რომელშიც მისი ორი წლის შვილი იმყოფებოდა მისდევდა, გავრცელებული ინფორმაციით თავდამსხმელმა მანქანას გზა გადაუკეტა და კაპოტზე აძვრა.
20 წლის სტუდენტი სოციალურ მედიაში ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის მოძრაობის მარშრუტს აქვეყნებდა, პროფილის წასაშლელად სტუდენტს მასკმა $5 000 , შემდეგ Drive Autonomy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Tesla Model 3-ის, სამი წლით ტარების უფლება შესთავაზა; საპასუხოდ კი სტუდენტი ილონ მასკისგან Tesla Model 3-ს და კომპანიაში სტაჟირებას ითხოვდა. მასკისთივის ეს შეთავაზება მისაღები არ იყო და სვინი twitter – ზე დაბლოკა.
სუინმა საავიაციო სისტემა მამისგან ისწავლა, რომელიც ავიაკომპანიების ინდუსტრიაში მუშაობს. სუინმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავების მარშუტისთვის თვალყურის დევნება ბავშვობიდან მისი ჰობია.
თაკო კვაჭანტირაძე