ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ Twitter-ის მფლობელი ელონ მასკი სოციალური ქსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით განმარტებების გასაკეთებლად ევროპარლამენტში მიიწვია.
Politico-ს ცნობით, აღნიშნული წინადადება მასკმა ევროპარლამენტისგან გუშინ, 19 დეკემბერს მიიღო. მასკის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა იმედოვნებს, რომ შეხვედრა კანონმდებლებთან აზრების გულწრფელი და საჯარო გაცვლის ფორმატში გაიმართება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელი Twitter-ი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირის დემოკრატიულ ცხოვრებაში და მის გარშემო განვითარებული მოვლენების საჯარო განხილვა ბუნებრივია.
ექსპერტების აზრით, მასკის კომპანია არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში და არ უნდა გახდეს სიძულვილის ენის გაღვივებისა და დეზინფორმაციის კატალიზატორი.