მასშტაბური პროექტი იმერეთში - „GlenBerries“ ხონში 30 მილიონი ლარის ინვესტიციით ქარხანას აშენებს

მასშტაბური პროექტი იმერეთში - „GlenBerries“ ხონში 30 მილიონი ლარის ინვესტიციით ქარხანას აშენებს

access_time2021-03-09 19:00:20

გაყინული ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „GlenBerries“ ახალი პროექტის რეალიზებას იწყებს. ხონის მუნიციპალიტეტში 117 ჰექტარის ფართობზე ხილ-ბოსტნეულისთვის სათბურები და გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება.

 

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის რაფიელ მაღალაშვილის თქმით, შესაბამისი მიწის ნაკვეთი უკვე შეძენილია, პროექტი კი ეტაპობრივად განხორციელდება - 2021 წელს 52 ჰექტრის სათბურები აშენდება, და პარალელურად ქარხნის მშენებლობაც დაიწყება.

პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ. ლარია.

 

ამ დროისთვის „GlenBerries“-ის მთელი წარმოება შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 2018 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით, კომპანიამ გახსნა საწარმო, რომელიც ძირითადად მაცივრებისგან შედგება, რომლებსაც დღე-ღამეში 10 ტონა პროდუქციის შოკური მეთოდის გაყინვა შეუძლიათ. საწარმოს ასევე 1 200 ტონა მზა პროდუქტის შემნახველი კამერებიც და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა აქვს.

 

ამავე რეგიონში კომპანია  რამდენიმე ნაკვეთს ფლობს, სადაც სპეციალური სასათბურე ტექნოლოგიის გამოყენებით კენკროვანები და ბოსტნეული მოჰყავს. ჯამურად კენკროვანების სათბურის ფართი 31 ჰექტარია, ხოლო ბოსტნეულის 10. ამჟამად სათბურების მშენებლობა კიდევ 10 ჰექტარზე მიმდინარეობს.

 

საბოლოო პროდუქცია - შოკური მეთოდით გაყინული ხილ-ბოსტნეულია, რომელიც ძირითადად ექსპორტზე ისრაელში და შტატებში გადის. კომპანიის დირექტორის თქმით, გასული წელი კომპანიისთვის საკმაოდ რთული იყო და პრობლემები არა გასაღების, არამედ ნედლეულის დეფიციტის კუთხით იყო.


 

„2020 წელი ჩვენთვის ძალიან ცუდი იყო. მხოლოდ ჩვენი ნედლეული წარმოებისთვის საკმარისი არაა და ჩვენ პროდუქტებს ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ. გასულ წელს ჩვენი საექსპორტო ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი რაოდენობის პროდუქტები ვერ მოვიძიეთ და ამან სირთულეები შეგვიქმნა. ამის გათვალისწინებით ჩვენ საკუთარ საწარმოო ბაზას მაქსიმალურად ვაფართოვებთ, კერძოდ ქარელში დამატებით 10, ხოლო იმერეთში 52 ჰექტრის სათბურებს ვაშენებთ“ - ამბობს რაფაილ მაღალაშვილი.

 

მისი თქმით, მაღალი მოთხოვნის გამო, 117 ჰექტარზე კენკროვანები გაშენდება.

 

„მაგალითად, უცხოეთში ძალიან მაღალია მოთხოვნა გაყინულ ლურჯ მოცვზე, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე ახალი კენკრაც ძალიან ძვირია. რაც შეეხება ბოსტნეულს, აქცენტი ისეთ სახეობებზე გაკეთდება, როგორიცაა  ბროკოლი, ყვავილოვანი კომპოსტი, სხვადასხვა მწვანილები და ა.შ.“ - განმარტა მაღალაშვილმა.

 

2020 წელს კომპანია კიდევ ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. გასულ წელს კომპანია ხახვის და ნივრის გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებას გეგმავდა, საწარმო უკვე აშენდა, თუმცა მის ამუშავებას 3,5 მლნ. ლარი სჭირდება. პანდემიის პირობებში კომპანიას საბანკო სესხის მიღება გაუჭირდა და დღეს მენეჯმენტი კრედიტის მიღების მოლოდინშია.

 

„დღეს ჩვენ ბანკისთვის საჭირო გარანტიების მომზადებაზე ვმუშაობთ და სესხის მიღების იმედი გვაქვს“ - განაცხადა GlenBerries-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

 

წყარო: east-fruit.com



თეგები:
GlenBerries



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up