Mastercard და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის პირველი კვარტლის ტურიზმის ტენდენციებს აქვეყნებენ

Mastercard და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის პირველი კვარტლის ტურიზმის ტენდენციებს აქვეყნებენ

access_time2022-05-24 13:50:52

Mastercard-მა ახალი ტურისტული პარტნიორობა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან 2020 წლის სექტემბერში დააანონსა. პარტნიორობა მიზნად ისახავს სექტორში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას, მათ დახმარებას ახალი აუდიტორიის მოზიდვასა და ტურისტული სეზონისთვის მომზადებაში.

 

თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი, მთავრობებისთვის, კერძო კომპანიებისა და მცირე მეწარმეებისთვის, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, არის მონაცემების ანალიზი. მომხმარებლები საშუალოდ 38 სამოგზაურო გვერდს იყენებენ, ხოლო მოგზაურობის დაგეგმვას ხუთი კვირით ადრე იწყებენ - ეძებენ რჩევებს სოციალურ მედიაში, აქვეყნებენ შვებულების ფოტოებს, მოგზაურობის მიმოხილვებს და ციფრულად იხიდან მოგზაურობის ხარჯების დიდ ნაწილს. ეს წარმოქმნის მონაცემთა უზარმაზარ, ახალ ბაზას – მაგრამ შესაბამისი ინფორმაციის თავმოყრა, რომელიც არა მხოლოდ მოგზაურებს მიაწვდის ინფორმაციას, არამედ ტურიზმის სფეროს ინვესტიციების წარმართვაში დაეხმარება, მოითხოვს გამოცდილებას და მონაცემთა გაფართოებულ ანალიტიკას.

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, Mastercard Tourism Insights-მა  საშუალება მისცა გამოიყენოს გადახდის მონაცემები მომხმარებელთა ქცევის, განწყობებისა და ხარჯვის ჩვევების გამოსავლენად, რაც საშუალებას მისცემს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, მიიღონ უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებები. მონაცემები, რომელიც მიღებულია საძიებო სისტემებიდან, Mastercard-ის ტრანზაქციებიდან, სოციალური მედიიდან და ჯავშნის მონაცემებიდან, ზომავს ვიზიტორთა საერთო კმაყოფილებას ყველა ასპექტში - ამინდიდან დაწყებული, საცხოვრებელი და უსაფრთხოების კომპონეტების ჩათვლით.

 

2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, იმატა საერთაშორისო ფრენების რაოდენობამაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 270%-ით, რაც ჯამში მოიცავს 3,000-ზე მეტ ფრენას. 285%-ით არის გაზრდილი მგზავრთნაკადი, რომელიც შეადგენს 489,000-ზე მეტ მგზავრს. აქედან, ყველაზე მეტი წილი მოდის თურქეთიდან (21.1%), მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საემიროები (13.5%) და ისრაელი (8.3%).

 

                 ავიარეისების გადანაწილება ქვეყნების მიხედვით

 

 

              


დანახარჯების სტრუქტურა (2021 წ)


2021 წელს საქართველოში შესრულებული ვიზიტებიდან მასტერქარდის ბარათით განხორციელებულმა საშუალო დანახარჯმა 400 აშშ დოლარი შეადგინა, ყველაზე მაღალი დანახარჯი ერთ ვიზიტზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსულ ვიზიტორებს ეკუთვნით - საშუალოდ 611$, ამ მაჩვენებლით მოყვება ისრაელი - 574$ და არაბთა გაერთიანებული საემიროები 564$.

 

საშუალო დანახარჯი ვიზიტზე, ქვეყნების მიხედვით (2021წ)

 

 

Category

Ukraine

Russian Federation

Turkey

Israel

United States

United Arab Emirates

United Kingdom

Kazakhstan

Germany

Poland

Accommodation

15%

16.6%

5.6%

14.2%

33.4%

26.3%

28.8%

20.7%

23.1%

20.4%

Restaurants

27.8%

27.9%

68.4%

38.9%

17.6%

34.6%

24.3%

31.2%

22.8%

23.7%

Home Goods

1%

2.1%

0.2%

0.6%

2.7%

0.6%

1.7%

0.9%

2.5%

0.8%

Professional Services

0.7%

0.6%

0.2%

0.2%

0.7%

0.2%

0.6%

0.5%

0.8%

1%

Transportation & Travel

0.9%

0.7%

0.3%

0.2%

0.9%

0.5%

0.7%

0.5%

1.1%

1.6%

Retail

17.1%

15.6%

3.9%

21.9%

9%

11.7%

8.9%

19.2%

12.5%

11%

Miscellaneous

15%

18.5%

10.7%

7.1%

19.2%

9.7%

14.9%

10.8%

19.3%

20.3%

Grocery Stores

16.6%

12.5%

3.9%

3.4%

10.8%

5.1%

14.5%

9.5%

12.1%

15%

Health/beauty/medical supplies

3.4%

4.1%

0.7%

3.5%

4.6%

2.4%

4.4%

3.4%

4.6%

3.1%

Miscellaneous entertainment and recreation

2.4%

1.4%

6.1%

10.1%

1.2%

9.1%

1.4%

3.3%

1.3%

3.2%

 

ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა (2022 წლის I კვ)

საქართველოში დაგეგმილი მოგზაურობის საშუალო ხანგრძლივობა არის 7.8 დღე, ყველაზე დიდი პერიოდით ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსული ვიზიტორები ჩერდებიან - საშუალოდ 14.7 დღე, მას მოყვება გერმანიიდან  და დიდი ბრიტანეთიდან შემოსული ვიზიტორები 9.4 დღით.

                                          

United States of America

14.7

Germany

9.4

United Kingdom

9.4

Poland

9.1

Russia

8.7

Italy

8.3

Ukraine

8.3

France

8.1

United Arab Emirates

6.9

Kazakhstan

6.8

Israel

6.6

Turkey

4.9

Azerbaijan

4.8

Armenia

3.8

 

ტურისტული პროდუქტები  (2022 წლის I კვ)

ასევე დიდია ვიზიტორთა დაინტერესება ტურისტულ პროდუქტებზე, უმეტესი წილი მოდის კვებასა და სამზარეულოზე (40%), მას მოყვება აქტიური ცხოვრების წესი (სათავგადასავლო) (18%), ხელოვნება და კულტურა (17%). ტურისტული პროდუქტებზე პროცენტული გადანაწილებით ყველაზე მეტად ინტერესდებიან არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან შემოსული ვიზიტორები(47%), შემდეგ მოყვებიან მას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ვიზატორები. კვებასა და სამზარეულოდან გამოირჩევა ღვინის ინტერესი, რომელიც  მთლაინ ვიზიტორთა 70%-ს აჭარბებს. 

 

ტურისტული პროდუქტების განაწილება

 

ტურისტული პროდუქტების განაწილება კმაყოფილების დონის მიხედვით

 

 

 

Mastercard-ის შესახებ:

 

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com, არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-ან

(http://newsroom.mastercard.com)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up