Mastercard და Wolt მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს

Mastercard და Wolt მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს

access_time2020-12-04 10:55:48

Mastercard და Wolt ხშირად ერთიანდებიან მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, ეს კოლაბორაციები კი განსაკუთრებით ფასეულია მაშინ, როდესაც სარესტორნო ბიზნესს, ისევე როგორც მოსახლეობას, მხარდაჭერა სჭირდება.

 

1 დეკემბრიდან, Wolt-ის ყველა მომხმარებელი, რომელიც Mastercard-ის ბარათით გადაიხდის შეკვეთის საფასურს, ავტომატურად ისარგებლებს უფასო მიტანის აქციით - მიტანის საფასური მომხმარებლებს Wolt-ის ანგარიშზე დაუბრუნდებათ. შეთავაზება აქტიურია ნებისმიერი ობიექტიდან მიტანის შემთხვევაში - მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად მიიღონ პროდუქტები სასურველი სუპერმარკეტიდან, მაღაზიიდან თუ რესტორნიდან. 

 

Mastercard, ციფრული გადახდების ლიდერი, გამუდმებით ცდილობს, რომ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების პრაქტიკა მინიმუმამდე დაიყვანოს. ალტერნატივად კი, მომხმარებლებს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და კომფორტულ ციფრული გადახდების სერვისს სთავაზობს.

 

აღნიშნული აქცია მომხმარებლისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან  გამომდინარე, Mastercard-მა და Wolt-მა მომხმარებელს თბილისში უფასო მიტანის სერვისი შესთავაზა, ხოლო ანალოგიური აქცია მოქმედებდა ზაფხულის პერიოდში ბათუმში, შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში.

 


Mastercard-ის შესახებ:

 

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.


 Wolt-ის შესახებ:

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 650- ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

 

 

 (R)



თეგები:
wolt



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up