ქართულმა IT-კომპანია Lemondo-მ ელექტრონული კომერციის უახლესი პლატფორმა, eCommerce360 წარმოადგინა. ეს პლატფორმა აერთიანებს ონლაინ მაღაზიას, მობილურ აპლიკაციებს, უნივერსალურ ონლაინ გადახდებს და სწრაფი საკურიერო მიწოდების სერვისს და სრულად ფარავს ბიზნეს პროცესებს გაყიდვიდან მიტანამდე, რაც მნიშვნელოვანი განაცხადია ქართული ელექტრონული კომერციის ბაზარზე.
ამ სიახლის ერთ-ერთი მთავარი რგოლი Mastercard-ის მიერ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებიდან რჩეული სტარტაპი QuickShipper-ია. QuickShipper გადახდისა და მიწოდების სერვისის გამარტივებული მეთოდებს ნერგავს ქართულ ბაზარზე. მისი დახმარებით შეგიძლია, მხოლოდ კურიერის მომსახურებით ისარგებლო და მომხმარებელს ნივთი სასურველ მისამართზე იმავე დღეს მიაწოდო. eCommerce360-ის გადახდების სისტემის სრულყოფას სრულად უზრუნველყოფს ასევე წარმატებული ქართული სტარტაპი Payze.
Mastercard მუდმივად უჭერს მხარს ახალი ტექნოლოგიებისა და ფინტექ სერვისის განვითარებას საქართველოში. “ჩვენ, როგორც გლობალური ფინანსური ინსტიტუტი, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას ლოკალური და რეგიონული მასშტაბით და ვთვლით, რომ ელექტრონული კომერციის განვითარება და მსგავსი მასშტაბური ტექნოლოგიური პროექტები ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.” - დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში
(R)