Mastercard საკონსულტაციო პრაქტიკას აფართოვებს: კრიპტო, ღია ბანკინგი და გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორატიული მმართველობა

Mastercard საკონსულტაციო პრაქტიკას აფართოვებს: კრიპტო, ღია ბანკინგი და გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორატიული მმართველობა

access_time2022-02-18 13:55:16

ბიზნეს სამყარო ინოვაციების შემოდინების წინაშე დგას: სწრაფად იცვლება მომხმარებლის პრეფერენციები, დაჩქარებულია ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და ცვალებადია გეოპოლიტიკური რეალობაც. ციფრული გადახდის გლობალური ლიდერი, Mastercard, ახალი პრაქტიკის დანერგვით აფართოებს გადახდებზე ორიენტირებულ საკონსულტაციო სერვისს. ამის მიზანი ისაა, რომ დაეხმაროს ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში. Mastercard-ის ეს პრაქტიკა მოიცავს ღია ბანკინგისა და მონაცემთა გამჭირვალობას; კრიპტოსა და ციფრულ ვალუტებს; გარემოსდაცვით, სოციალურ და კორპორატიულ მმართველობას (ESG).


ორ ათწლეულზე მეტია, საკონსულტაციო მომსახურება Mastercard-ის მომხმარებელთა ჩართულობის ძირითადი ნაწილია. იქნება ეს მრავალფეროვანი საგადახდო სტრატეგიებისა თუ მონაცემთა მართვის შესაძლებლობების კონსულტირებ



დღეს, Mastercard-ის Data & Services განყოფილება მოიცავს 2000-ზე მეტ მონაცემთა მეცნიერს, ინჟინერსა და კონსულტანტს, რომლებიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ემსახურებიან მომხმარებლებს. როგორც ზრდის გეგმის ნაწილი, Data & Services აქტიურად აფართოებს გუნდს და 500-ზე პროფესიონალს ამატებს. მათ შორის არიან ახალბედები და დამწყებ პროფესიონალები. 


"გადახდები მხოლოდ დასაწყისია", - ამბობს რაჯ სეშადრი, Data & Services-ის პრეზიდენტი - „ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით მომხმარებლებთან საბანკო, ფინტექს, საცალო ვაჭრობის, მოგზაურობისა თუ სხვა სექტორებში, ვეხმარებოდით რა, მათ შემხვედრი ყველა დაბრკოლებისა თუ შესაძლებლობის გაგებასა და გაანალიზებაში. კონსულტაციის ასეთი ევოლუცია, არის სამყაროსა და ბიზნესის ცვალებადობის აღიარება. პირველ რიგში, ეს უკავშირდება ჩვენს მიზანს - დავეხმაროთ კლიენტებს დღევანდელ გამოწვევბის გადალახვასა და მომავლის წინასწარ განსაზღვრაში“.  




განახლებული გუნდით, Mastercard გააგრძელებს ინტეგრირებულ მიდგომას, რომელის საფუძველიცაა მსოფლიოში წამყვანი ისეთი სერვისები, ინსტრუმენტები და აქტივები, როგორებიცაა Ciphertrace, Finicity და Aiia, Cyber ​​Quant და Priceless Planet Coalition - რათა მთელი ბიზნეს სექტორის მასშტაბით, კლიენტებმა უფრო გონივრული გადაწყვეტილებები და შესაბამისად, უკეთესი შედეგები მიიღონ. 


სამომხმარებლო & ბიზნეს ანგარიშების მართვა ღია ბანკინგის საშუალებით


ღია ბანკინგი, ბიზნესებსა და მომხმარებლებს სთავაზობს ფინანსური მონაცემების გონივრულ გამოყენებასა და აადვილებს საჭირო სერვისებზე წვდომას. იმისათვის, რომ დავეხმაროთ ბიზნესებს, მაქსიმალურად გაზარდონ ღია საბანკო შესაძლებლობები, ჩვენი კონსულტანტები, Mastercard-ის მონაცემთა პასუხისმგებლობის პრინციპების შესაბამისად, იყენებენ მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებს, საკონსულტაციო და პროდუქტის განვითარების სხვადასხვა სერვისებს. 


ჩვენ, აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ საბანკო ჯგუფთან ერთად, შევიმუშავეთ მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების მიწოდებას გეგმა. ჩვენი გუნდის დახმარებით, დავადგინეთ მომხმარებელთა პრიორიტეტები და შევქმენით მრავალსაბანკო აპლიკაციის პროტოტიპი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოხერხებულად მართონ თავიანთი ანგარიშები სხვადასხვა ბანკიდან. ეს აპლიკაცია, უკვე გაშვებულია.


ვეხმარებით ბანკებს ციფრული ვალუტების ათვისებაში


Mastercard-ის საკონსულტაციო პრაქტიკა ბანკებთან და სავაჭრო ობიექტებთან მოიცავს ციფრული ვალუტის შესაძლებლობების მთელ რიგს, დაწყებული ადრეული სტადიის განათლებით, რისკების შეფასებით და ბანკის კრიპტო თუ NFT სტრატეგიის შემუშავებით, კრიპტო ბარათებისა თუ კრიპტო ლოიალობის პროგრამების შექმნით დასრულებული. Mastercard თანამშრომლობს ციფრულ ფირმებთან, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ კრიპტოვალუტის საუკეთესო გადაწყვეტილებებს და ეხმარება ფინტექ კომპანიებს ახალი ბაზრების ათვისებაში, ბაზარზე გასვლის დაგეგმვისა და კომერციალიზაციის სტრატეგიების შექმნაში. 


მაგალითად, ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ცენტრალური ბანკების ხელშეწყობა, რათა შეისწავლონ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სისტემა და Mastercard-ის ტესტირების პლატფორმის გამოყენებით საკუთარ სერვისებში დანერგონ. ეს მათ მათ საშუალებას აძლევს, დანერგვამდე წარმოიდგინონ სხვადასხვა სცენარი  და გამოიყენონ ექსპერტიზის დასკვნა გადახდის სისტემების, პოლიტიკის, რეგულირებისა და მმართველობის საკითხებში. 




მიზნის პრაქტიკაში გამოყენება


ახლა, პროდუქტებისა თუ ბრენდის არჩევის დროს, მომხმარებლები უფრო ხშირად იღებენ სოციალურად და ეკოლოგიურად გაცნობიერებულ გადაწყვეტილებებს,  ვიდრე ოდესმე. Mastercard-ის კონსულტანტები ეხმარებიან კლიენტებს უკეთ გააცნობიერონ რას ნიშნავს ეს მათი ბიზნესისთვის და შემდეგ გარდაქმნან ეს შეხედულებები ქმედითუნარიან სტრატეგიებად


მაგალითად, Mastercard და ლათინური ამერიკის წამყვანი ბანკი გაერთიანდნენ, რათა ბარათის მფლობელებთან ერთად იბრძოლონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. Mastercard-ის მიერ შემუშავებულმა მიდგომამ, მომხმარებელს საშუალება მისცა საშუალება, ბარათების გამოყენების საშუალებით, Priceless Planet Coalition-ის ფარგლებში, მოეხდინათ პოზიტიური გავლენა პლანეტაზე ტყეების აღდგენის მიმართულებით. 


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.mastercardservices.com 





Mastercard-ის შესახებ:


მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com, არის ტექნოლოგიური კომპანია

გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის

ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს

მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და

ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები

უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო

საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების

მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების

განხილვაში ბლოგზეტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და

გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან

(http://newsroom.mastercard.com



(R)


თეგები:
Mastercard



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up