ანალიტიკოსი მათე გაბიცინაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ტყუილი აჟიოტაჟია ნავთობის ფასის დაცემაზე ატეხილი. ნავთობით ვაჭრობა ხდება ფიუჩერსებით. დღეს ვდებთ კონტრაქტს მომდევნო თვეებში რამდენ დოლარად მოგყიდი.
მაისის ფიუჩერსის ფასი დღეს დაეცა, რადგან წარმოიშვა ტექნიკური პრობლემა ამერიკაში. ეკონომიკის გაჩერების გამო შემცირდა მოთხოვნა. რადგან მოთხოვნის შემცირება ისედაც ტრენდი იყო ბოლოხანს, ხდებოდა ნავთობის რეზერვუარებში მომარაგება და რადგან გადაივსო რეზერვუარები და ამ წუთას არ იციან სად წაიღონ, მაისის ფიუჩერსის ფასი დაეცა. რადგან მაისის თვეში მოთხოვნა არაა.
დღეს გაუვიდა ვადა მაისის ფიუჩერსებით ვაჭრობას.
ივნისის ფიუჩერსების ფასი 22 დოლარია. რაც ნიშნავს იმას, რომ ივნისამდე გადაჭრიან ამ ტექნიკურ პრობლემას.
ანუ, ფასი 22 დოლარია ისევ”, – წერს გაბიცინაშვილი.