მატლების შემგროვებელი, ბოდიშის მომხდელი, ცხოველების ფსიქოლოგი - უჩვეულო პროფესიები მსოფლიოში

მატლების შემგროვებელი, ბოდიშის მომხდელი, ცხოველების ფსიქოლოგი - უჩვეულო პროფესიები მსოფლიოში

access_time2022-01-29 18:30:19

პროფესიონალი ჩამხუტებლიდან და ბოდიშის მომხდელიდან დაწყებული, შინაური ცხოველების ფსიქოლოგიამდე დასრულებული, აქ შევეცდებით ისეთი უცნაური პროფესიები ჩამოვთვალოთ, რომლებზეც შესაძლოა, აქამდე არასოდეს გსმენიათ.

მატლების შემგროვებელი: 9,67 დოლარი საათში

ეს სამუშაო მოიცავს სატყუარა ჭიების პოვნას ბალახიან ადგილებში. როგორც წესი, დასაქმებული საათში 800-დან 1000-მდე მატლს პოულობს. მათი შეგროვებისთვის Canada Live Bait Supply საათში 9,67 დოლარამდე იხდის.

სანტას წერილების დამწერი: 10,50 დოლარი თითო წერილში

ამ ადამიანებს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აქვთ - თოვლის ბაბუას ყველა წერილზე პასუხის გაცემაში დაეხმარონ. მსოფლიოში ასეთი ასობით დამოუკიდებელი სააგენტო არსებობს. ფინეთში არსებული ერთ-ერთი ასეთი კომპანია თითო წერილზე დაახლოებით 10,50 დოლარს იხდის.

სტილისტი- თერაპევტი: 17 დოლარზე მეტი საათში

სტილისტ-თერაპევტი არის დალაქი, რომელიც მასთან მისულებს თმის შეჭრასთან ერთად არაფორმალურ თერაპიას სთავაზობს. მათი საშუალო ხელფასი საათში 17 დოლარია, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს პროფესიონალები უფრო მეტს გამოიმუშავებენ.

პროფესიონალი მგლოვიარე: 120 დოლარი დაკრძალვისთვის

პროფესიონალი მგლოვიარეები, ასევე ცნობილი როგორც მოიროლოგები, ხშირად გვხვდება დაკრძალვის დროს აფრიკისა და აზიის ნაწილებში. მე-19 საუკუნეში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ეს პრაქტიკა მოდიდან ამოვარდა, მაგრამ სამგლოვიარო გაქირავების სერვისები დასავლეთში ბრუნდება. დღეს პროფესიონალი მგლოვიარეები დაკრძალვისთვის 120 დოლარამდე იღებენ.


პროფესიონალი ჩამხუტებელი: 80 დოლარამდე საათში

ეძებთ პრაქტიკულ კარიერას? მაშინ პროფესიონალური ჩახუტება შეიძლება იყოს თქვენთვის. JobMonkey-ის თანახმად, პროფესიონალი ჩამხუტებლები როგორც წესი, საათში 40-დან 80 დოლარამდე გამოიმუშავებენ.

კვლევებმა აჩვენა, რომ ჩახუტებას შეუძლია შეამციროს სტრესის დონე და პოტენციურად გააუმჯობესოს ჩვენი გულის ჯანმრთელობა.

პროფესიონალი ბოდიშის მომხდელი: 500-მდე დოლარი ბოდიშის მოხდაში

იაპონიაში ბოდიშის მოხდის პროფესიონალური სააგენტოები ასაქმებენ ფრილანსერებს, რომ დაწერონ ბოდიშის მომხდელი წერილი. ძირითადად მათ მსხვილი კომპანიები ქირაობენ და 400-დან 500 დოლარამდე უხდიან.

რიგში მდგომელი: 1,500 დოლარამდე თითო ხაზზე

ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი სამუშაო რიგში დგომაა და არც არის გასაკვირი, რომ მათ 1,500 დოლარამდე შეუძლიათ გამოიმუშავონ. ნიუ-იორკში მცხოვრები რიგში მდგომელი რობერტ სამუელი თავისი პროფესიის წყალობით სოციალური ქსელის ვარსკვლავიც კი გახდა.

ცხოველების ფსიქოლოგი: 61,680 დოლარი წელიწადში

თუ მშვიდი ხასიათი გაქვთ და ამასთანავე, ბეწვიანი არსებებიც გიყვართ, შეგიძლიათ შინაური ცხოველების ფსიქოლოგი გახდეთ და წელიწადში დაახლოებით 61,680 დოლარი გამოიმუშავოთ. ეს როლი მოიცავს ცხოველების ქცევის ანალიზს და მათი მფლობელების დახმარებას ნებისმიერი პრობლემის მიზეზების აღმოჩენაში. თქვენ უნდა იყოთ კვალიფიციური ვეტერინარი ან გქონდეთ შესაბამისი დოქტორის ხარისხი.


წყარო:  lovemoney.com,  "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up