მაყურებელთა განახევრებული რაოდენობით, თეატრები ახალ სეზონს სექტემბრიდან გახსნიან.კორონავირუსის პოსტპანდემიის შემდეგ თეატრი ჩვეულ სამუშაო გრაფიკს შემოდგომიდან, რეგულაციების სრული დაცვით განაახლებს.
რუსთაველის თეატრის მარკეტინგის მენეჯერი ია შერაზადიშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციები თეატრში სტუმრების რაოდენობას შეამცირებს, თუმცა სექტემბერიდან თეატრი ახალ სეზონს გახსნის.
„ახალი სეზონი სპექტაკლების ჩვენებით, სექტემბრიდან დაიწყება. თუ რაიმემ არ შეგვიშალა ხელი და ისევ არ განმეორდა ვირუსის მეორე ტალღა.გავიხსნებით იმ რეგულაციების მიხედვით, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. აუცილებელია მაყურებელს ეკეთოს პირბადე და დისტანციას იცავდნენ ერთმანეთისგან. რეგულაციის ეს ფორმა რა თქმა უნდა შეამცირებს მაყურებელთა რაოდენობას, რაც თავისთავად თეატრის შემოსავალზეც აისახება, მაგრამ ჯობია ასეთ პირობებში გავიხსნათ, ვიდრე საერთოდ დახურული იყოს თეატრი“,- განაცხადა ია შერაზადიშვილმა.
სეზონის დახურვას დისტანციურად გეგმავს სამეფო უბნის თეატრიც. თუმცა, სექტემბრიდან მაყურებელს ყველა იმ წესის დაცვით ელოდება, რომელიც მათ სახელმწიფომ დაუწესა და განუსაზღვრა. „თუ გარემო პირობებმა ხელი შეგვიწყო, გახნას სექტემბერში, ახალი სეზონის დაწყებით დავიცავთ ყველა იმ წესს, რომელიც სტანდარტული რეგულაციით იქნება გათვალისწინებული. ვიცით, რომ როგორც თანამშრომლებს, ისე მაყურებლებს უნდა ჰქონდეს პირბადე და დაიცვან დისტანცია. ეს ყველაფერი მაყურებლების რაოდენობასაც შეამცირებს და ფინანსებსაც, თუმცა, თეატრმა უნდა იმუშაოს. ეს ყველასთვის აუცილებელია.,“-აცხადებენ სამეფო უბნის თეატრში.
ნათია ლომიძე