McDonald's Corp.-ს ბურგერის რეცეპტებში, მათ შორის Big Mac-ებში, მცირე ცვლილებები შეაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია საკუთარ ვებსაიტზე ავრცელებს.
ცვლილებები სენდვიჩების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და მოიცავს უფრო რბილი და „ჰაეროვანი“ ფუნთუშების გამოყენებას და ხახვის დამატებას ბურგერებში უშუალოდ შეწვის დროს, რაც მათ უფრო წვნიანს გახდის. გარდა ამისა, Big Mac-ს მეტი სოუსი ექნება.
ახალი ტექნოლოგიით მომზადებული ბურგერები უკვე იყიდება ავსტრალიაში, კანადაში, ბელგიასა და დასავლეთ შეერთებულ შტატებში. 2024 წელს ისინი ხელმისაწვდომი იქნება მთელს შტატებში.
სენდვიჩის ფასები არ შეიცვლება, განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა CNBC-ს.
McDonald's-ის აქციების ფასი ოთხშაბათს პრემარკეტზე პრაქტიკულად უცვლელია იყო. ბოლო 12 თვის განმავლობაში ის 13,7%-ით გაიზარდა.