McDonald's-ის რუს შემცვლელს გახსნიდან ერთ თვეში კატოფილი „ფრი“ გამოელია

McDonald's-ის რუს შემცვლელს გახსნიდან ერთ თვეში კატოფილი „ფრი“ გამოელია

access_time2022-07-15 23:30:53

კარტოფილ „ფრის“ მწარმოებლები რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდებაზე უარს ამბობენ, ხოლო შიდა გადამუშავების გაზრდის მცდელობები სირთულეებით არის სავსე. ამის შესახებ რუსეთში McDonald's-ის შემცვლელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლეგ პაროევმა განაცხადა, რასაც რუსულ РБК-ზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

 

როგორც ცნობილია, McDonald's-მა რუსეთი უკრაინის ომის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დასავლური რეაქციის შემდეგ დატოვა, რომელიც ეკონომიკურ სანქციებს მოიცავდა. მაისში კომპანიამ ყველა რესტორანი, რასაც კი რუსეთში ფლობდა, ადგილობრივ ლიცენზიანტს მიჰყიდა.

 

12 ივნისიდან რებრენდირებული რესტორნების, „ვკუსნო ი ტოჩკას“ („გემრიელია და მორჩა“) გახსნა დაიწყო. პაროევმა Reuters-ს განუცხადა, რომ ქსელმა გახსნის დღეს, თითქმის, 120 000 ბურგერი გაყიდა.

 

ახალ მფლობელს სურდა, ხაზი გაესვა, რომ მაღალი ხარისხის სტანდარტები შენარჩუნდებოდა ან გაუმჯობესდებოდა კიდეც და მომხმარებლები დიდ განსხვავებას ვერ შეამჩნევდნენ. თუმცა, სააგენტოს ცნობით, დღეს ის იძულებულია აღიაროს, რომ ქსელი შემოდგომამდე კარტოფილ „ფრის“ დეფიციტს განიცდის, რასაც რუსეთში ცუდ მოსავალსა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს აბრალებს.


 

„რაც ახლა ხდება, არის ის, რომ ცნობილი მოვლენების გამო ბევრმა უცხოურმა კომპანიამ, კარტოფილის თითქმის ყველა მსხვილმა მწარმოებელმა ამ პროდუქტის რუსეთისთვის მიწოდებაზე უარი თქვა”, - განუცხადა ბიზნესარხ РБК TV-ს ოლეგ პაროევმა.

 

მისი თქმით, კარტოფილ „ფრის“ მწარმოებელი ქარხნები როგორც „მეგობრულ,“ ისე „არამეგობრულ“ ქვეყნებში ხუთ ან ექვს მსხვილ კომპანიას ეკუთვნის, რომელთა სათაო ოფისებიც ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებში არის დაფუძნებული. შესაბამისად, მათ რუსეთისთვის მიწოდებაზე უარი განაცხადეს.

 

როგორც ცნობილია, მოსკოვი „არამეგობრულად“ მიიჩნევს ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინაში მისი ქმედებების გამო დააწესეს.

 

პაროევი აცხადებს, რომ წელს რუსეთში იმ ჯიშის კარტოფილის მოსავალში დეფიციტია, რომელიც „ფრის“ დასამზადებლად არის საჭირო. ამასთან, ის ახლო მომავალში სხვა პრობლემებსაც არ გამორიცხავს, რადგან რუსეთში „ფრის“ დასამზადებლად კარტოფილის დამუშავება მხოლოდ რამდენიმე საწარმოს შეუძლია.


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up