სწრაფი კვების ობიექტების ქსელმა McDonald’s-მა პირველი რესტორანი გახსნა, სადაც რობოტები მუშაობენ. რესტორანი აშშ-ში ტეხასის შტატში გაიხსნა. აღნიშნული ობიექტი სხვა რესტორნებთან შედარებით უფრო მცირე ზომისაა, რადგან რობოტების სახით პერსონალს ნაკლები სივრცე სჭირდება. ობიექტი განკუთვნილია მანქანებისა და კურიერებისთვის.
შეკვეთის განთავსება შესაძლებელია სენსორულ ეკრანზე, რის შემდეგაც მისი გადახდა ხდება ბარათით, ნაღდი ანგარიშსწორებით ან McDonald’s-ის აპლიკაციის საშუალებით. შემდეგ შეკვეთის აღება შესაძლებელია კონვეიერის ლენტაზე. კურიერებისთვის არის ცალკე პარკინგიც კი, რათა შეკვეთის კიდევ უფრო სწრაფად მიტანა შეძლონ.
McDonald’s-ს პროდუქციის გატანით შეკვეთა უფრო პრიორიტეტული COVID-19 პანდემიის დროს გახდა, როდესაც ვიზიტორთა თითქმის 90%-მა შეკვეთის წაღება ამჯობინა.
McDonald’s-მა აღნიშნა, რომ ეს არ არის სრულად ავტომატიზებული დაწესებულება, რადგანაც ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც წესრიგს იცავენ.