McDonald's-მა მარტიდან უკრაინაში რესტორნების გახსნის მეორე ეტაპი დაიწყო

McDonald's-მა მარტიდან უკრაინაში რესტორნების გახსნის მეორე ეტაპი დაიწყო

access_time2023-03-28 17:00:33

2023 წლის მარტიდან, McDonald's-ის რესტორნების ქსელი უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქში, კერძოდ, ოდესასა და დნიპროში მუშაობას აახლებს. ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

დღეიდან ოდესის 5 ლოკაციაზე იწყებს McDonald's-ი მუშაობას. Finance.ua წერს, რომ აპრილის ბოლოს დნიპროსა და შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქალაქში განაახლოს McDonald's-ის რესტორნებმა მუშაობა.

  

ოდესის რესტორნებს, ისევე როგორც McDonald's-ის სხვა ლოკაციებს უკრაინაში, ექნებათ უსაფრთხოების გაფართოებული წესები, რომლის მიხედვითაც, საჰაერო განგაშის შემთხვევაში, გუნდი სწრაფად წყვეტს ყველა პროცესს და ხურავს დაწესებულებას, რათა ყველამ შეძლოს თავშესაფარში წასვლა.

 


შეგახსენებთ, რომ McDonald's-მა უკრაინაში არსებული ყველა დაწესებულება 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დახურა. კომპანიამ განმარტა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნით მოხდა. რესტორნების გახსნაზე მოლაპარაკებას საგარეო საქმეთა სამინისტროც შეუერთდა. მინისტრმა დიმიტრი კულებამ ადრე განაცხადა, რომ სააგენტო McDonald's-ის საკითხს განიხილავს არა მხოლოდ უკრაინის წარმომადგენლობასთან და კომპანიის გლობალურ შტაბთან, არამედ აშშ-ს მთავრობასთან ოფიციალურ შეხვედრებზე.


ივნისში მაკდონალდსის აღმასრულებელმა დირექტორმა უკრაინაში იულია ბადრიტდინოვამ Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქსელი ემზადება თავისი დაწესებულებების უკრაინაში გასახსნელად.


აგვისტოში კომპანიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ McDonald's-ის რესტორნები დედაქალაქსა და ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში გასახსნელად ემზადებიან.


გასული წლის სექტემბრიდან მაკდონალდსმა ხელახლა გახსნა რესტორნების 60%-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში.



თეგები:
McDonalds



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up