მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებები თანამედროვე ფერმერებისთვის

მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებები თანამედროვე ფერმერებისთვის

access_time2023-03-21 17:40:05

სასოფლო-სამეურნეო კულტურების სწორად ზრდა-განვითარებას, საბოლოოდ კი, ჯანსაღი და უხვი მოსავლის მიღებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი მცენარეთა დაცვის საშუალებების ანუ პესტიციდების სწორად შერჩევა და გამოყენებაა. ეს ფერმერებისთვის არც თუ ისე მარტივი ამოცანაა – ის გულისხმობს, ერთი მხრივ, არჩევანის გაკეთებას ხარისხიან პრეპარატებზე და, მეორე მხრივ, მათ სწორ დოზირებას.

 

დღეს ბაზარზე პესტიციდების უდიდესი არჩევანია, მათ შორის, თანამედროვე ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც წარმოების მაღალ სტანდარტებს ეფუძნება და ფერმერებს მნიშვნელოვნად უმარტივებს ნაყოფის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას.

 

აგროსფეროსთან“ ერთად შევეცდებით ვრცლად განვიხილოთ, კონკრეტულად რა განაპირობებს მცენარეთა დაცვის საშუალებების ინოვაციურობას, როგორ უმარტივებს ასეთი პრეპარატები ფერმერებს საქმიანობას და რომელი პროდუქტები მიეკუთვნება მათ რიცხვს.

 

მაღალი ხარისხის დაცვა

 

ერთ-ერთი ფაქტორი, რითაც მცენარეთა დაცვის საშუალებების ინოვაციურობა განისაზღვრება, მისი დაცვის ხარისხია. მაღალი სტანდარტებით შექმნილი პროდუქცია გაცილებით უკეთ უმკლავდება სარეველებს, დაავადებებსა თუ მავნებლებს. ინოვაციური პრეპარატები გამოირჩევიან მაღალი პროფილაქტიკური თვისებებითა და ხანგრძლივი მოქმედების უნარითაც. გარდა ამისა, ისინი აძლიერებენ მცენარეების რეზისტენტობას დაავადებებისა თუ მავნებლების მიმართ.

 

ხარჯთეფექტურობა

 


ინოვაციური პესტიციდების მაღალი ხარისხის დაცვისა და ხანგრძლივი მოქმედების უნარის დამსახურებით, პრეპარატების დიდი დოზითა და ხშირად გამოყენება საჭირო აღარ არის. მეორე მხრივ, ისინი ამცირებენ ნაყოფის დაზიანებისა და დანაკარგის რისკებს. შესაბამისად, ფერმერი, არა მხოლოდ მცენარეთა დაცვის საშუალებებზე ზოგავს თანხებს, არამედ ზრდის მის ფინანსურ სარგებელს უხვი და ხარისხიანი მოსავლის ხარჯზე.

 

უსაფრთხო გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის

 

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ინოვაციურობის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია ისიც, რამდენად ეფუძნება ის მდგრადი მეურნეობის პრინციპებს. ამგვარად, ინოვაციური პრეპარატები არ შეიცავენ ისეთ ქიმიკატებს, რომლებსაც ხანგრძლივი და ნეგატიური ეფექტი აქვთ გარემოზე.

 

კონკრეტული მავნებლისა თუ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა

 

მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებები – ფუნგიციდები, ჰერბიციდები და ინსექტიციდები – შედგენილია იმგვარად, რომ გაანადგუროს კონკრეტული დაავადება, სარეველა, მიკროორგანიზმი თუ მავნებელი. ინოვაციურმა პრეპარატებმა უნდა აღმოფხვრან პრობლემა ისე, რომ არ დააზიანონ ნათესის, ნაყოფისა თუ ნიადაგის შემადგენლობა და არ დატვირთონ ისინი მავნე ქიმიკატებით.

 

მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებების უმსხვილესი მწარმოებლები

 

მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებების წამყვან მწარმოებლებს შორის, ჩვენ სამ მათგანს მიმოვიხილავთ. ესენია: Bayer, IQV და Agrostulln.

 

Bayer მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელსაც 150 წლიანი ისტორია აქვს. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას კი ის 100 წელზე მეტია ქმნის. მისი საწარმოო ხაზი მოიცავს მცენარეთა დაცვის საშუალებების სრულ სპექტრს. აგრომეურნეობაში დიდი სანდოობით სარგებლობს, ასევე, ესპანური ბრენდი IQV. ის არის მსოფლიო ლიდერი მაღალხარისხიანი სპილენძის მარილებისა და მათი ნაერთების წარმოებაში. მაღალი სტანდარტებითა და ინოვაციური ტექნოლოგიით ქმნის გოგირდის შემცველ მცენარეთა დაცვის საშუალებებს Agrostulln-იც, რის გამოც მისი პრეპარატები დიდ პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით. გარდა იმისა, რომ Bayer-ის, IQV-ისა და Agrostulln-ის პროდუქცია მაღალი ხარისხითა და ეფექტიანობით გამოირჩევა, ისინი მკაცრად იცავენ მდგრადი აგრომეურნეობის პრინციპებს – მათი ამოსავალი წერტილი გარემოსთვის უსაფრთხო პროდუქტების შექმნა და მათი მუდმივი დახვეწაა.

 

Bayer-ის, IQV-ისა და Agrostulln-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში „აგროსფეროა“, რომელიც თანამედროვე ფერმერებს ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითა და აგროტექნიკით უზრუნველყოფს. ის პარტნიორ ფერმერებს უწევს პროფესიულ კონსულტაციასაც, ეხმარება საჭიროებების იდენტიფიცირებაში, მათი გადაჭრისათვის საჭირო პროდუქციის შერჩევასა და მის სწორი დოზირებით გამოყენებაში. ეს კი თანამედროვე ფერმერებს მნიშვნელოვნად უმარტივებს ურთულესი ამოცანის შესრულებას – სწორად შეარჩიონ პესტიციდები, გამოიყენონ გონივრულად და აიღონ ხარისხიანი მოსავალი გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up