მცენარეული ზეთის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა - FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი იანვარში

მცენარეული ზეთის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა - FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი იანვარში

access_time2022-02-03 14:50:00


FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი და ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, იანვარში 1.1 %-ით გაიზარდა და 135.7 ქულა შეადგინა. ინფორმაციას FAO ავრცელებს.



იანვრის თვეში, FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა, საერთო ჯამში, უმნიშვნელოდ, 0.1%- ით მოიმატა დეკემბერთან შედარებით. ხორბლის ფასმა მსოფლიო ბაზრებზე დაიწია 3.1%-ით, რაც ავსტრალიასა და არგენტინაში ხორბლის უხვი მოსავლით არის გამოწვეული. სიმინდის ფასი გაიზარდა 3.8%-ით. ამ მაჩვენებელზე სამხრეთ ნახევარსფეროში ნალექის ნაკლებობა და გვალვის საშიშროება მოქმედებს. გაიზარდა ბრინჯის ფასიც და, დეკემბერთან შედარებით, 3.1%-ით მოიმატა.



FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა, წინა თვესთან შედარებით, 4.2%-ით მოიმატა და ისტორიულად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ფასმა პალმის, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთზე. პალმის ზეთის შემთხვევაში, ფასები ინდონეზიიდან ექსპორტის შემცირების მოლოდინის გამოა გაზრდილი, რაფსის და მზესუმზირის ზეთებზე ფასების ზრდა კი მომატებული მოთხოვნის და შემცირებული მარაგითაა განპირობებული. ყველა სახეობის ზეთის ფასზე მოქმედეს ნავთობის გაძვირებაც.



FAO-ს რძის პროდუქტების ფასის ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 2.4 %-ით გაიზარდა, წინა წლის იანვართან შედარებით კი - 18.7%-ით. გაძვირება, უმეტესწილად, რძის ფხვნილის და კარაქის ფასებს შეეხო და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წარმოების კლებით და ოკეანიის ქვეყნების მიწოდების შემცირებული მაჩვენებლით არის გამოწვეული. რძის ნაწარმის ფასზე COVID-19-ითგამოწვეული პანდემიის შედეგად სატრანსპორტო შეფერხებები და მუშახელის ნაკლებობაც მოქმედებს.



FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი დეკემბერთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა, 2021 წლის იანვართან მიმართებაში კი ზრდამ 17.3%-ს მიაღწია. ფასების ზრდაზე ზეგავლენას ახდენს მაღალი საერთაშორისო მოთხოვნა, განსაკუთრებით, ბრაზილიასა და ოკეანიის ქვეყნებში მსხვილფეხა რქოსანთა ხორცის ექსპორტის მოლოდინის შემცირება. ღორის ხორცის ფასმა უმნიშვნელოდ მოიმატა. შემცირებულია ცხვრის და ფრინველის ხორცის ფასი, რაზეც მაღალი საექსპორტო შეთავაზება, პანდემიის გამო, ტრანსპორტირების შეფერხებამ და ფრინველის ხორცის მწარმოებელ რიგ ქვეყნებში ფრინველის გრიპის გავრცელებამ გამოიწვია.



3.1%-ით შემცირდა FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით. შაქრის ფასი უკვე მეორე თვეა მცირდება და გასული ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. შაქრის გაიაფებაზე ინდოეთსა და ტაილანდში უხვი მოსავალი და ბრაზილიაში წამოსულმა წვიმებმა იმოქმედეს.




თეგები:
FAO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up