McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში „მაკდონალდს საქართველომ“, ერთგულ მომხმარებელთა ჩართულობით, ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ 30 000 ლარი გადასცა

McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში „მაკდონალდს საქართველომ“, ერთგულ მომხმარებელთა ჩართულობით, ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ 30 000 ლარი გადასცა

access_time2022-07-27 14:55:02

McHappy Day-ის ტრადიციულ საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში კომპანია „მაკდონალდს საქართველომ“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე მზრუნველ ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ სხვადასხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად და ბავშვებისთვის არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით,30 000 ლარის ოდენობის თანხა გადასცა.

აღნიშნული თანხით, რომელიც „მაკდონალდს საქართველოს“ ერთგული მომხმარებლების მიერ პრომოაქსესუარების შეძენითა და უშუალოდ კომპანიის მიერ გაღებული ფინანსური სახსრებით შეგროვდა,დიღომში, რუსთავსა და ისანში მდებარე ორგანიზაციის სამი ფილიალიყველა საჭირო შესაბამისი ინვენტარითაღიჭურვება და მოეწყობა. ამასთან, რუსთავის ფილიალის აღჭურვის შედეგად, ბავშვები სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას რუსთავში უფასოდ შეძლებენ.რაც შეეხება დიღმის და ისნის ფილიალებს, ამ ფილიალებში განახლდება სხვადასხვა სახარჯი მასალები და საჭირო ინვენტარის ნაწილი.

 

McHappy Day-ის წლევანდელი კამპანიის მთავარი მიზანი, გასული წლების მსგავსად, სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროეის მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი განათლების ხელშეწყობა იყო. სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლების განმავლობაში კამპანიის ფარგლებში ჩვენ არაერთ ორგანიზაციას გავუწიეთ დახმარება ჩვენი მომხმარებლის უშუალო ჩართულობით და მინდა თითოეულ მომხმარებელსმადლობა გადავუხადო McHappy Day-ის ყოველწლიურ საქველმოქმედო კამპანიაში მონაწილეობისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი თანადგომით შევძლებთ გავუფერადოთ ცხოვრება ბავშვებს, ვინც დღეს ამას განსაკუთრებულად საჭიროებს. აღნიშნული თანხა მოხმარდება  „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების განათლებისა და პირობების გაუმჯობესებას, ასევე საჭირო ინვენტარის შეძენას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობას და გაუფერადებს ცხოვრებას“, — აღნიშნა ალექსანდრე შენგელია, მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

 

 


McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, რომელიც 13 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა,  მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ „მაკდონალდსის“ რესტორნებში შეეძინათ სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი პრომოაქსესუარები -  „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების ნახატები, რომლებიც გასაფერადებლის სახით აიკინძა, ასევე ფერადი ფანქრები, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების მიხედვით დამზადებული პოსტერები და სტიკერები. სწორედ ამ ნივთების შეძენით მომხმარებელი ავტომატურად ერთვებოდა კამპანიაში, რომლის მთავარი გზავნილი წელს იყო „გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს“.


წლევანდელი კამპანიის ოფიციალური პარტნიორი იყო კომპანია Mastercard, რომლის კონტრიბუციის შედეგად აქსესუარების გაყიდვით შემოსული თანხა „მასტერქარდით“ გადახდის შემთხვევაში, ორმაგდებოდა.

 

პირველი ნაბიჯი ამ ეტაპზე ყოველთვიურად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება. ჯამურად, ორგანიზაციაში 10-მდე პროგრამა ხორციელდება. კონსულტაციისა და თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს, ხოლო დღის ცენტრისა და ბინაზე მოვლის პროგრამები 53 მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევის მქონე, 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.

 

„პირველი ნაბიჯისთვის“ საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში შეგროვილი თანხის ჩეკის გადაცემის ღონისძიება „მაკდონალდსის“ ახალ, ეკომეგობრულ რესტორანში გაიმართა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და სტუმრებს კახეთის გზატკეცილზე, ორხევის დასახლებაში მასპინძლობს. რესტორანი მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ტერასული ტიპის ღია სივრცეებს. „მაკდონალდსის“ სხვა რესტორნების მსგავსად, ახალი რესტორნის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებული შშმ პირებზე.რესტორნის სახურავი მზის მიკროელექტროსადგურის პანელებით არის აღჭურვილი, ხოლო  პარკინგზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს. რესტორნის ტერიტორიის მხოლოდ 30% მოიცავს სარესტორნე სივრცეს, უდიდესი ნაწილი — 70% კი სრულად ეთმობა რეკრეაციულ ზონას, რაც საბოლოო ჯამში, ქალაქის იერ-სახის შენარჩუნებასა და მწვანე ზონების განვითარებას უწყობს ხელს.


(R)

 

 

 



თეგები:
McHappy Day



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up