ბიზნესს ალტერნატიულ ბაზრებზე და ახალ პარტნიორებზე გადართვა მოუწევს - მიხეილ ჭელიძე

ბიზნესს ალტერნატიულ ბაზრებზე და ახალ პარტნიორებზე გადართვა მოუწევს - მიხეილ ჭელიძე

access_time2022-03-15 17:15:00

მცირე და საშუალო ბიზნესს პანდემიური პრობლემა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაძლეული, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ახალი თავსატეხი გაუჩინა. კომპანიების უდიდესი ნაწილი იძულებულია, უკრაინისა და რუსეთის ბაზრების  ალტერნატივა მოძებნოს, რაც ჯერჯერობით დიდი გამოწვევაა. ,,მცირე და საშუალო ბიზნეს-ასოციაციის“ ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ გართულებული ლოგისტიკის პირობებში ბიზნესს პოზიციების შენარჩუნება ისევ უჭირს.


,,ხუთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი გვყავს და აქედან ორთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ცხადია, ეს მცირე და საშუალო ბიზნესზე ნეგატიურად აისახება. ლოგისტიკა უკიდურესად შეიზღუდა, უკრაინის მიმართულება გაჩერდა და ვერც რუსეთიდან ხორციელდება გადაზიდვები გართულებული ლოგისტიკის გამო. ერთადერთი გამოსავალია, ალტერნატიულ ბაზრებზე  გადაერთონ, სავაჭრო პარტნიორები შეცვალონ. ცხადია, გადაწყობა არ არის რთული, მაგრამ დროში გაწელილი პროცესია. მოთხოვნა რჩება პროდუქციაზე, მაგრამ ფასები უკვე  ყველა დასახელების პროდუქტზე გაიზარდა, მთლიანობაში ტემპი შენელებულია და მდგომარეობის გამოსწორება ჯერჯერობით ვერ ხერხდება“, - ამბობს ჭელიძე.


მისი თქმით, პანდემიური კრიზისი სექტორმა თითქმის დაძლია, თუმცა ბიზნესი ისევ გასაჭირშია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს პრობლემა ნაკლები დანაკარგით გადალახონ.



,,უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები ბაზარზე დიდ პრობლემას ქმნის. პანდემიიდან მცირე და საშუალო ბიზნესი გამოსვლას ახერხებდა, უკეთესობა აშკარად იყო, თუმცა 2019 წლის მდგომარეობას ჯერ არ ვართ დაბრუნებული. პანდემიისას ჰორეკა სექტორს გაუჭირდა ყველაზე მეტად, მაგრამ პრაქტიკულად აღსდგა. განსაკუთრებით მიტანის სერვისს დაეტყო. ახლა კი ყველა მიმართულებით პრობლემა იკვეთება და რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გადავლახოთ ეს პროცესი. ალტერნატივა ნებისმეირი სხვა ქვეყანა შეიძლება იყოს, მაგრამ ახალი კავშირების დამყარება და ბაზრის გადაწყობა ხანგრძლივი პროცესია, ასე უცებ ეს პრობლემა ვერ მოგვარდება“, - აცხადებს მიხეილ ჭელიძე ,,კომერსანტთან“.


2021 წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტიდან 14,4% რუსეთზე მოდიოდა, ხოლო უკრაინაზე – 7,2%. იმპორტში რუსეთის წილი კი 10,2%–ს შეადგენს, ხოლო უკრაინის – 4,5%–ს.


 მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up